ავტორი: RAMAZ GIGAURI
აღმოსავლურ მითოლოგიაში "დრაკონი" ხუთივე ელემენტის გამაერთიანებელია "სახეა". ის ნიშნავს ძალას, მოქნილობას, ჭკუასა და დისციპლინას. "ტაძარი" ამ ყველა
ტენდენციის შესაგროვებელი ადგილია. ეს მუდრა პოზიტიურად მოქმედებს გულის არითმიაზე, გულის "ჩხვლეტებსა და შუილებზე".
შესრულების მეთოდიკა: ორივე ხელზე შუა თითები იხრება და ხელისგულებს ებჯინება, ხოლო დარჩენილი თითები ერთდება (საჩვენებელი - საჩვენებელს და ა. შ.), ხელები ერთმანეთს ედება, ცერა თითები ერთიმეორეს გვერდებით ებჯინება. ხელების უკან გადახრილი ცერა თითები დრაკონის თავს ასახიერებენ, ხოლო ნეკა თითები კი კუდს.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ, ხელები მკერდის დონეზე დაძაბვის გარეშე დაიკავეთ. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და მწვანე ფერი წარმოიდგინეთ. ისუნთქეთ ცხვირით.
მუდრა "კოსმოსის სამი სვეტი"
მუდრა "კოსმოსის სამი სვეტი" აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას,
მაღლა სწევს იმუნიტეტს, ახდენს სულიერ და ფიზიკურ ძალთა კონცენტრაციას.
შესრულების მეთოდიკა:მარჯვენა ხელის შუა და უსახელო თითები გაატარეთ მარცხენა ხელის ნეკის ქვეშ და ზემოდან "ედება" მარცხენა ხელის ანალოგიურ თითებს. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებ თითებს "უჭირავთ" მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი (ეს მუდრა დამწყებთათვის ძნელი შესასრულებელია).
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ, ხელები "მზის წნულის" დონეზე დაძაბვის გარეშე დაიკავეთ. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და მწვანე ფერი წარმოიდგინეთ. შესუნთქვა - ცხვირით, ამოსუნთქვა - პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.

