“იმედს” ფინელებმაც მიბაძეს
Posted 6:00 PM by Nina in თემები Zaza Gabunia's Blog, ისტორია, მედია, ომი, ტელევიზიაავტორი: zazagabunia
ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დასრულებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, ფინეთის წამყვანმა გაზეთმა Helsingin Sanomat, რუსეთთან თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტის სცენარი გამოქვეყნა.
გამოცემის თანამშრომლები შეეცადნენ წარმოედგინათ, როგორ განვითარდებოდა სამხედრო მოქმედებები 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს, რისთვისაც უმაღლესი სამხედრო სკოლის ანონიმურ ექსპერტებს მიმართეს.
ფინური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სცენარის დეტალებით რუსული ”Комсомольская Правда” და რადიოსადგური ”Голос России” დაინტერესდა.
რადიოსადგურის ეთერით გადაცემული სცენარის თანახმად, ჰელსინკის გარეუბანში იბომბება ფინეთის ტელერადიოკომპანიის შენობა და წყდება მაუწყებლობა. ძლიერი აფეთქება სიკვდილს და პანიკას თესავს. ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და მთავარსარდლის ფუნქციებს თავდაცვის მინისტრს აბარებს. ქვეყანაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. იზღუდება შეკრებებისა და გადაადგილების თავისუფლება, ასევე გარკვეული სახის პოლიტიკური და ეკონომიკური მოღვაწეობა. ხელისუფლებას ენიჭება კერძო საკუთრების კონფისკაციისა და ცენზურის შემოღების უფლებამოსილება.
სამხედროებს ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ, რათა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ რაც შეიძლება დიდხანს შეძლოს ფუნქციონირება.
აფეთქებას აფეთქება მოსდევს. რუსული ავიაცია დანაკარგებს განიცდის ფინეთთან ბრძოლაში.
2010 წლის ომის ჰიპოთეზურ სცენარში მხარეები აქტიურად აწარმოებენ რადიოელექტრონულ ბრძოლას. კომპიუტერული დანადგარების მეშვეობით, რუსი და ფინელი სპეციალისტები ახშობენ მოწინააღმდეგის გადაცემებს და იცავენ საკუთარ არხებს. აქტიურდება ჰაკერობა, ელექტრონული დევნა და კომპიუტერულ სისტემებში ფარული შეღწევა. ამასთან, არ მუშაობს სამოქალაქო მობილური კავშირი და მითუმეტეს – ინტერნეტი…
იხილეთ გაგრძელება>>> zazagabunia.wordpress.com