სტუდენტები უცხოეთში პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე

Posted 12:46 PM by Nina in თემები , ,

Untitled-2

ავტორები: ნინო გელაშვილი, ნათია როყვა

ქართველი სტუდენტები,  რომლებიც  უცხოეთში სასწავლებლად,  პრეზიდენტის ფონდის იმედად წავიდნენ, რამდენიმე თვეა  სწავლისა და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენ. პრეზიდენტის ფონდი თავადვ პრეზიდენტმა გააუქმა. თებერვლის შემდეგ სტუდენტების ნაწილი ლექციებს იმიტომ ვერ ესწრება, რომ გზის ფული არ აქვს, ნაწილი კი მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. განათლების  სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დღეიდან დაიწყება  სტუდენტებისთვის ფულის გადარიცხვა.

ლეიდენის უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ნასყიდაშვილი ამბობს,  რომ იმ სასწავლებლის ვებ-გვერდის თანახმად, სადაც თითონ სწავლობს, სტუდენტის ცხოვრება 700-900 ევრო ღირს.  მას თებერვლიდან ოჯახი არჩენს, ანუ საჭმლის და ბინის ფულს საქართველოდან მშობლები უგზავნიან.  სტუდენტების თქმით, ისინი საარსებო ფულის გარეშე არიან დარჩენილი: „ეს ჩვენი საარსებო წყაროა. საკვების ფული, გზის ფული...  რამდენიმე ბავშვი უნივერსიტეტშიც ვერ დადის, რადგან გზის ფული არ ჰქონდათ. რაღაც პერიოდი მართლა ვშიმშილობდით, ზოგი ახლაც შიმშილობს. მშობლები გზავნიან რაც შეუძლიათ, მარა როდემდე. ამდენის საშუალება რომ ჰქონოდათ ოჯახებს, საერთოდ არ მივმართავდით პრეზიდენტის ფონდს სტიპენდიაზე",  – ამბობს ნინა აბრამიშვილი, ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტი…

იხილეთ სრულიადში>>> www.netgazeti.ge



0 comment(s) to... “სტუდენტები უცხოეთში პრეზიდენტის სტიპენდიის გარეშე”