იმედი VS რუსთავი2 (მიმოხილვა) – (გამოკითხვა)

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , , ,

poster

ავტორი: Leonsio

Bookmark and Share
 

თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სათაურის წაკითხვის შემდეგ რაც პირველად თავში გაგვიელვებს სერიალი “შუა ქალაქშია”. ალბათ დამეთანხმებით რომ ყველაზე პოპულარული, სადა იუმორითა და თავისი კარგი სცენარით გამორჩეული სერიალია, რომელიც ამდენიხნის მანძილზე გადის იმედის არხზე და პოპულარობას დღემდე არ კარგავს!  საერთო ჯამში დავით გოგიჩაიშვილმა და მისმა კოლექტივმა ძალიან კარგი სატელევიზიო პროდუქტი შესთავაზა ქართველ მაყურებლებს ამ სერიალის სახით! ალბათ ერთადერთი ნაკლი რაც არის ამ სერიალის ცოტა არიყოს და იუმორის ჩახვევა ანუ რაღაცა გარკვეული ფრაზების და სიტუაციების რამდენიმე სერიაში გამეორება, რაც პირადათ უკვე მე თვალში მხვდება, თუმცა ეს ნაკლი მის დადებით მხარესთან უმნიშვნელოა და გამოსწორებადი:) (თუ რამე ნაკლი გამომრჩა რაც ნაკლებად მგონა თქვენ დაამატეთ კომენტარში)

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს რომ არა ეს სერიალი და “ღამის შოუ” ალბათ რეიტინგით ბევრი ტელევიზია დაჯაბნიდა:) ჩემი აზრით “ღამის შოუ” იმედზე გაცილებით უფრო დახვეწილი იუმორის მქონე გადაცემაა. სულ ახლახანს კი კიდევ ერთი გადაცემა დაემატა “ღამის შოუს სტუდიის” ინიციატივით ეს გახლავთ “ნანუკას შოუ” რომელიც შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ პოპულარულია :) თუმცა ამ შოუს პირადათ მე ნაკლებად ვუყურებ მაგრამ როგორც მსმენია ბევრი ადამიანი სულმოუთმენლად ელოდება, აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ “ნანუკას შოუ” ერთ-ერთი პირველი შოუა რომელსაც აქვს ბლოგი და თანაც საკმაოდ აქტიური. რაც შეხება ყოელ კვირეულ გადაცემას “ჟურნალისტის დღიური” ჩემი აზრით მან ჩაანაცვლა აგრეთვე პოპულარული გადაცემა “დროება” და არც თუ ისე ცუდათ. ამ ბოლო დროს აქტიურად დავიწყე მისი ყურება და საკმაოდ საინტერესო სიუჟეტებს აკეთებენ ძირითადში.

რუსთავი 2  ერთ-ერთი ძირძველი ტელევიზიაა, რომელიც ტელეკომპანია იმედის პირველ კონკურენტათ მოისაზრება,(ან პირიქით) ამიტომ პარალელებს გავავლებ იმ გადაცემებს შორის  რომელებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ზემოთ ნახსენებ არხებზე. ჩემი აზრით სერიალი “შუა ქალაქში” მოიაზრება “ჩვენი ოფისის” და “კომედი შოუს” კონკურენტად, მიუხედავად იმისა რომ მე ნაკლებად ვუყურებ სერიალს “ჩვენი ოფისი” ვიცი რომ რეტინგით “შუა ქალაქში” მას უსწრებს, რაც შეეხება “კომედი შოუს” მას მე ახალ მთვარეს შევადარებ, რომელიც თვეში ერთხელ გამოანათებს ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად მასე თუ გამოანათებს ამ შოუში ისეთი იუმორი რომელზეც მართლა გაგეცინება ადამიანს, თუმცა დავით გოგიჩაიშვილის დროს “შაბათის შოუ” ნამდვილად ძალიან პოპულარული იყო! ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ… ამას უკვე ქვევით გამოკითხვა გვაჩვენებს.

მეორე ნომრად არის “ღამის შოუ ვანო ჯავახიშვილთან ერთად” რომელიც კონკურენციას უწევს “ღამის შოუს” იმედზე, აქაც ვიქნები მიკერძოვებული და ფავორიტ შოუდ დავასახელებ “ღამის შოუ” იმედზე, ჩემი აზრით უფრო კარგი იუმორია და უფრო ხშირად, ვიდრე ვანოს შოუში. პრინციპში “ნანუკას შოუც” ამ სტილში გადის და ისიც “ვანოის შოუს”და “პროფილის” კონკურენტათ მოისაზრება, თუმცა აქ უკვე მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ იმიტომ რომ “ნანუკას შოუს” კარგად არ ვიცნობ:) ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც თქვენთის მომინდია:) მესამე ადგილი კონკურენციაში წილად ხვდა “P.S” რომელიც “ჟურნალისტის დღიურის” კონკურენტია, ამ შემთხვევაში ჩემი ხმა “P.S.”-ს, იმიტომ რომ უფრო ძველი და უფრო გამოცდილი გადაცემაა, შესაბამისად მისი კოლექტივიც, აქედან გამომდინარე ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო სიუჟეტები სწორად ამ გადაცემაშია:) მაგრამ “დროება”-ს თუ გავიხსენებთ P.S.”-ი მეორე ადგილზე გადადის ჩემს შემთხვევაში:) იმედს ვიტოვებ რომ “ჟურნალისტის დღიური”  ნელა-ნელა უფრო საინტერესო სიუჟეტებს შემოგვთავაზებს.

კიდევ ერთი გადაცემა რომელიც ცრემლების გარეშე არ ჩაივლის ხოლმე >>>

იხილეთ ვრცლად>>>

http://leonsio.ge/



0 comment(s) to... “იმედი VS რუსთავი2 (მიმოხილვა) – (გამოკითხვა)”