escape.ge -საიტი ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის
Posted 8:00 PM by Nina in თემები clubbing, Mr.Picasso, გართობა, ინტერნეტი, სასარგებლოავტორი MR.PICASSO
ქართულ ინტერნეტში თანდათან ბევრი საინტერესო და სასარგებლო საიტები ჩნდება . მომწონს ის რომ ბევრი მათგანი კონკრეტული სეგმენტის ადამიანებზეა გათვლილი და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მათთვის საინტერესო სფეროს შესახებ. პლიუს თუ ვიზუალური მხარეც დახვეწილია და მრავალ საინტერესო ფუნქციას სთავაზობს მომხმარებელს .
escape.ge გახლავთ ღამის ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური საიტი. მრავალი სასარგებლო და საინტერესო ინფორაციით კლუბური ცხოვრების შესახებ.
საიტზე იდება review პოსტები ფოტომასალითურთ თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების კლუბებში ჩატარებულ ივენთებზე.
შეგიძლიათ გაეცნოთ აფიშას და წინასწარ შეიტყოთ თუ რომელ კლუბში რა ტიპის ივენთი იმართება რათა უკეთ განსაზღვროთ, საუკეთესოდ გართობისთვის შესაფერის ადგილზე წასვლა.
საიტზე საქართველოში არსებული თითქმის ყველა ტიპის გასართობი დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციებს გაეცნობით.
escape.ge ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ საშუალება გეძლევათ გაწევრიანდეთ ან შექმნათ ახალი ჯგუფები და თემები: სხვადასხვა ივენთების, საყვარელი კლუბების , დიჯეების თუ მუსიკალური მიმდინარეობების შესახებ. სადაც თქვენს შთაბეჭდილებებს, სურვილებს, იდეებს გაუზიარებთ ჯგუფის წევრებს.
მოკლედ საუკეთესო საშუალებაა შეიქმნას კლუბური ცხოვრების მოყვარულთა ერთგვარი ინტერნეტ კომუნა>>>
http://gochagabodze.blogspot.com/