Mercedes-Benz F 800

Posted 4:12 PM by Nina in თემები , , ,

164038

ავტორი: DEVI

Bookmark and Share
 
Mercedes-Benz, ისევე როგორც ნებისმიერი მსხვილი ავტომწარმოებელი, ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ანხორციელებს. კომპანიაში არც წყალბადის მიმართულების შესახებ ივიწყებენ. ამ ორი მიმართულების გაერთიანებას შეეცადნენ გერმანელები ერთ კონცეპტში F 800, რომელიც თავის თავში სხვადასხვა ძალოვან დანადგარს აერთიანებს: წყალბადისა და ჰიბრიდულს, ელექტროქსელით დატენვის შესაძლებლობით.
 
164039
 
ტექნოლოგიურად კონცეპტი პრემიუმ-სედანს S 400 Hybrid და F-Cell ჰგავს, სტილით კი – მანქანა საკმაოდ მიმზიდველია. ჰიბრიდულ რეჟიმში F 800 409 ცხენის ძალა აქვს. ეს ციფრი 3.5-ლიტრიანი V6-ის 300 ცხენის ძალითა და ელექტროძრავის 109 ცხენის ძალის შედეგია –საბოლოოდ, 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად მას 4.8 წმ სჭირდება. თუ კი ბენზინის ძრავს გამორთავთ, 10-კილოვატიანი ლითიუმ-იონური ბატარეები დიდ სედანს 29 კმ-ის დასაფარად ეყოფა. მაგრამ, თუ კი მთლიან ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარს გამოიყენებთ, 100 კმ-ზე მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს დახარჯავთ!

გაგრძელება იხილე აქ>>>



0 comment(s) to... “Mercedes-Benz F 800”