ნიჭიერი ერი? – პროექტი “ნიჭიერის” შესახებ
Posted 6:00 PM by Nina in თემები blogintb, გართობა, საქართველო, ტელევიზიაposted by blogintb
ალბათ თქვენმა უმრავლესობამ უკვე შოუს დაწყებამდე იხილეთ უამრავი ე.წ. ტიზერები და რეკლამები რუსთავი ორზე და ასევე ვიღაცის “ფლეშკიდან” მოპარული “ქალთევზას” რექვიემის ვიდეო. ფეისბუკზეც და სხვა სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ დიდი გამოძახილი ჰპოვა ამ პროექტის ფანკლუბების ფორუმებში და დისკუსიებში. ეს რეკლამებშიც ხშირად აღინიშნა.
როგორც ვიცი აქ შემომსვლელთა 90% მაინც ერკვევა ასეთ შოუებში და კარგად იცის რომ პროექტი “ნიჭიერი” ჩვენი ნიჭიერი პროდიუსერების მოფიქრებული არ არის და იგი ყველაზე პოპულარული ბრიტანული პროექტია, სადაც ასევე ბრიტანული პროექტი პოპ აიდოლისაგან(ქართული ანალოგი – “ჯეოსტარი”) ნიჭი მარტო მუსიკალური მონაცემებით არ ფასდება და ყველა სხვა და სხვა სახის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს შეუძლია მივიდეს და ბედი სცადოს. ქართველები კი სულ გავიძახით რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო და აქამდეც მიკვირდა ასეთი პროექტი რომ აქამდე არავინ არ გააკეთა და ბრიტანელებმა დაგვასწრეს.
პროექტი ნაწილებად არის დაყოფილი და მისი პირველი ერთ საათიანი სიუჟეტი ორშაბათს, 1 თებერვალს გავიდა რუსთავი ორის ეთერში. წამყვანებად მოგვევლინნენ ყოფილი მის საქართველო თიკა ფაცაცია და ჩვენი ოფისისა და ამავე სერიალზე გადაღებული ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვანო თარხნიშვილი. ჟიურიში კი – პროფილის უცვლელი წამყვანი მაია ასათიანი, ნიკა მემანიშვილი და გეგა ფალავანდიშვილი არიან.
მე პირადად(და რადგანაც ჩემი ბლოგია, აქ ყოველთვის მე პირადად ვფიქრობ პოსტების შინაარსზე))) ) ამ პირველი გადაცემიდან მარტო სათაური მომეწონა – “ნიჭიერი” – ნიჭი და ერი. რა კარგად ჩაჯდა არა? ახლა უკვე თვითონ პროექტზე და ფორმატზე…
ერი რაც არის და როგორც არის ეს მგონი ყველამ იცის. აი ნიჭის განმარტება რომ ყველამ იცის ამაში ცოტა ეჭვი შემეპარა პირველივე მონაწილის განაცხადიდანვე. ის რომ 10-12 წლის გოგოს მუშტის პირში ჩადობა შეუძლია და ეს მას ნიჭად მიაჩნია(ალბათ მშობლების აზრის გამო) სასაცილო არ არის. ანომალიაა. სტეკლოზე ზურგით გაწოლას კიდე აიტანს კაცი. და მუცელზე მარშუტკის გადატარებაზეც დაიძაბება აუდიტორია. აუდიტორია კიდევ სულ სხვა თემაა და რადგანაც ხშირად აჩენებდნენ ადამიანთა ემოციებს მეც კარგად დავაკვირდი ამ უკანასკნელს და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ დარბაზი გაჭედილი იყო კონკურსანტთა ნათესავებით, რაც პროექტის ორიგინალში არ ხდება. ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ბავშვები და მოხუცები მოხვდებოდა ყველას თვალს. ეს კიდევ არაფერი. აი ყურებამდე შეყვარებული კონკურსანტი რომ გამოვიდა სათვალეებში რომ მალავდა საკუთარ პიროვნებას, საკუთარი სიმღერა რომ შეასრულა და ეს აუდიტორია ფეხზე რომ წამოუდგა და აღფრთოვანდა აი მაშინ მივხვდი თუ რა განსხვავება იყო იმ ბრიტან გოთ ტალენტსა და ამ ნიჭიერების აპოთეოზში მყოფ შოუს შორის. ამ ხალხმა აშკარად არ იცის რა არის კარგი შესრულება და რა არის სრული იდიოტიზმი. ინგლისში ფეხზე ისეთ ადამიანებს წარმოუდგნენ, რომლებმაც მართლა დახურეს და დაანგრიეს ყველაფერი და რომლებსაც ეკუთვნოდათ ტაშიც და ფეხზე დგომაც. აი ჩვენ შემთხვევაში რატომ წამოდგა ფეხზე ყველაზე დიდი შემფასებელთა გროვა ეს უკვე მისტიკაა და პასუხი ამაზე არ მაქვს სამწუხაროდ. ყველაზე ამაზრზენი ის იყო რომ მაია ასათიანმა და ჟიურის მეორე წევრმა ეს რომეო გადაიყვანეს შემდეგ ტურში კარგი შოუს შემოთავაზებისთვის. ხალხნო, ეს თუ შოუ იყო მაშინ ლუჩანო პავაროტი ტაქსის მძღოლი ყოფილა.
რამდენი დარტყმული მოვა კიდევ ამ პროექტში ამას შემდეგი გადაცემები აჩვენებს. მანამდე სხვა მხარეებზეც ვილაპარაკოთ აუდიტორიის მდარე ინტელექტის გარდა.
გულნაზი გოლეთიანი = სუზან ბოილი?…
http://blogintb.wordpress.com/