დავინახე შიშველი (ჩაცმული ჯობდა)

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , ,

2007-10-29_14

Bookmark and Share
 

ავტორი ნიკო ნერგაძე

აი, ვის აქვს ”რეალ ტივიში” მომუშავეებზე მეტი სინდისი:
- მევახშეებს და ქორვაჭრებს
- მატერაცის
- ყოფილი საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს
- კატა ბაზილიოს და მელა ალისას
- უსინდისო რამაზს (ჩემი მოგონილი ტიპია, რომელიც უსინდისობით არის ცნობილი)
***
რამდენი უნამუსო სიუჟეტი გაუკეთებიათ და სტატია დაუწერიათ საქართველოში, მაგრამ ”რეალ ტივისებურად” ამაზრზენის ნახვა ამაზრზენი სიუჟეტების მკვლევარ პროფესორებსაც კი გაუჭირდებათ. მეცნიერული ფაქტია, რომ ”რეალ ტივი” ხელს უწყობს გლობალურ დათბობას - თითოეული სიუჟეტის ეთერში გასვლისას 12 ანგელოზი კვდება და თოთო ბავშვების უმანკო სიცილს 6 ერთეულით აკლდება უმანკოება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ”რეალ ტივის” სიუჟეტების ყურება ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას. ბოროტი ამერიკული კორპორაცია მომავალში ”რეალ ტივის” გამოიყენებს პლანეტა პანდორაზე იმ მანათობელი ხის გასახმობად.
***
ორიოდე სიტყვა მათთვის, ვინც ბედნიერ, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, ბაბუაწვერებს უვლის და ამ არხის შესახებ არაფერი გაუგია. ქალაქში რომ ბილბორდები იყო, რომელსაც ტიტველი კაცი ეხატა და ”დაინახე შიშველიო”ეწერა, სწორედ ”რეალ ტივის” რეკლამა იყო. არხს გურამ დონაძე ხელმძღვანელობს და, როგორც ამბობენ, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ან კიდევ სარუმანს. ”რეალ ტივის” საინფორმაციო გამოშვებას ჰქვია ”ტაიმ ნიუსი”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „დრო ახალი ამბები“, ან, უკეთეს შემთხვევაში - „დროის ახალი ამბები“. ეს შესაფერისი სახელი იქნებოდა მომავლის რომელიმე საინფორმაციო გამოშვებისათვის, როდესაც ადამიანებს უკვე შეეძლებათ დროში მოგზაურობა და ეს გადაცემაც სწორედ დროში გადაადგილების თემას მიეძღვნება. ასე კი „ტაიმ ნიუსი“ უბრალოდ სულელურად ჟღერს.
თუმცა „რეალ ტივი“ ”ხელი გავიქნიე ფეხი” ინგლისურის გამო არ არის აღსანიშნავი. ”რეალ ტივიზე”, ძირითადად, ოპოზიციის ლანძღვას ნახავთ. ამაში თავისთავად არც გასაკვირია რამე და არც მაინცდამაინც საშინელი. განსაკუთრებულია ”რეალ ტივის” მიერ ამ საქმისადმი ახლებური და შემოქმედებითი მიდგომა. ტიპური სიუჟეტი ამ არხზე ასეთია: აჩვენებენ ირაკლი ალასანიას საარქივო ჩანაწერებს და ყვებიან, რომ ის დილას ჩაისთვის წყლის ნაცვლად ობოლი ბავშვების ცრემლებს ადუღებს და საერთოდაც, ცუდი ადამიანია. თუმცა მხოლოდ ალასანიას არ სჯერდებიან. აი, ვთქვათ, გადაცემა აქვთ ეგეთი, „რეალური ზღაპარი“ ჰქვია, ანიმაციაა, რომლის ერთი სერიის სიუჟეტი ასეთია
- სააკაშვილი ლომია და კარგი ნაძვის ხე აქვს. ოპოზიცია კი რაღაც ჩუხანი ცხოველების სასტავია, რომლებსაც ასევე ჩუხანი ნაძვის ხე აქვთ და ამიტომ გადაწყვეტენ, კარგი მოიპარონ. მოიპარავენ და უხარიათ. ამ დროს კი ლომი სააკაშვილი მაგიურ სიტყვებს წარმოთქვამს და ახალი, კიდევ უკეთესი ნაძვის ხე გაჩნდება.
ჭირი იქა, ლხინი აქა...
ერთხელ კიდევ ”რეალ ტივიზე” ასეთი სიუჟეტი გავიდა.
ჟურნალისტმა ზოოპარკში სტენდი დადგა, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები იყვნენ გამოსახული. გამვლელებს ეკითხებოდა, რომელი ლიდერი რომელი ცხოველს ჰგავსო. ეს რომელიმე მიმდინარე ამბავთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ უბრალოდ იმისთვის იყო, რომ ჟურნალისტს გემრიელად გამოეთქვა, ბესელია გველია, კუკავა კი მაჩვიო. სხვათა შორის, რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რომ იღებდნენ. მე ვინ მითხრა?…

გაგრძელება იხილეთ აქ>>>>>



0 comment(s) to... “დავინახე შიშველი (ჩაცმული ჯობდა)”