სიდედრს თოფით ვერ მოკლავ

Posted 3:01 PM by anano in თემები , ,

 

 

Bookmark and Share
 

ბოსნია ჰერცოგოვინას მცხოვრები შეეცადა თავისი სიდედრი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით მოეკლა. სასამართლოში მან განმარტა, რომ სიდედრმა მას ცხოვრება დაუნგრია. იარაღის კალიბრიც სპეციალურად შეარჩია, რათა წარმატებაში დარწმუნებული ყოფილიყო, მაგრამ სიდედრი გადარჩა.
მიროსლავ მოლჯიჩი ქალაქ დობოჯიდან ცოტა ხნის წინ ცოლს გაეყარა და გადაწყვიტა, რომ გაყრის მიზეზი მისი ცოლის დედა იყო. ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში შვილს კანონიერი ქმრის წინააღმდეგ აწყობდა და ბოლოს გამოუვიდა კიდეც ეს. მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილ "დედაზე" შური ეძია, მილიჯი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო მოწყობილობით შეიარაღდა და სიდედრთან სტუმრად გაემართა.
როგორც ქალაქის სასამართლოში სისხლისმსმელმა სიძემ მოყვა, მან რაკეტა ჯერ სიდედრის სახლს ესროლა. აფეთქების შემდეგ მან გადაწყვიტა დარწმუნებულიყო, რომ ყოფილი ცოლის დედა მკვდარია, შევიდა ნახევრადდანგრეულ შენობაში და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ სიდედრი არც კი დაზარალებულა. ამ შემთხვევისათვის მილიჯიჩს ავტომატიც თან ჰქონდა. მან სიდედრს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ კვლავ ააცილა. ბოსნიელმა ქალბატონმა მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მიიღო.
იმის გამო, რომ ამ თავდასხმების შედეგად ქალი ძლიერ არ დაზარალებულა, მილიჯიჩს მკვლელობის მცდელობისათვის 6 წლით ციხე მიუსაჯეს.

 

წყარო

http://banksandfinance.ge/



0 comment(s) to... “სიდედრს თოფით ვერ მოკლავ”