რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე (ქალები)

Posted 5:00 PM by Nina in თემები , ,

dress

Bookmark and Share
 
ავტორი: Natalie Saginashvili
 

1. არავითარი ჯინსები. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ განაცხადი ძიძის ან ანიმატორის ვაკანსიაზე გაქვთ შეტანილი, ჯინსის შარვალი შესაძლოა ძალიან აქტუალურიც კი იყოს. მაგრამ, თუკი გასაუბრებაზე საქმიან ოფისში მიდიხართ, თავი შეიკავეთ ამგვარი ჩაცმულობისაგან. ეს თქვენს თქვენს შესახებ არასერიოზულ შთაბეჭდილებას შექმნის. ოპტიმალური ვარიატი იქნება სადა ფერის კოსტუმი და შარვალი ან კოსტუმი და ქვედაბოლო. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ქვედაბოლო ოდნავ უნდა ფარავდეს მუხლს. მეტისმეტად მოკლე და გრძელი ქვედაბოლოებისაგან თავი შეიკავეთ. თუკი უპირატესობას შარვალს ანიჭებთ, გთხოვთ, ნუ იქნება ის ლეგინსებივით შემოჭერილი.

2. არავითარი სანდალები და კეტები. აღნიშნული ტიპის ფეხსაცმელი შეიძლება ძალიან კომფორტული და მოხერხებული იყოს, მაგრამ ის არანაირად არ შეეფერება საქმიან შეხვედრებსა და გასაუბრებებს. ფეხსაცმელი უნდა იყოს კლასიკური, სადა და დახურული. ამასთან, მართალია ბევრისთვის (მათ შორის ჩემთვისაც) მაღალ–ქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილის სისუსტეა, მაგრამ ე.წ. „შპილკები“ აქ არ გამოგადგებათ. საუკეთესო ვარიანტია 5–6 სმ ქუსლიანი ფეხსაცმელი.

3. ფრჩხილები, ფრჩხილები, ფრჩხილები. არაფერი არ ამშვენებს ქალს ისე, როგორც მოვლილი ხელი. ამასთან, ის ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ წითელ, შავ, იასამნისფერ და სხვა მუქი ფერის ფრჩხილის ლაკს. უმჯობესია, უფრო ღია და ნაზ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი. ამასთან, ფრჩხილის სიგრძე უნდა იყოს საშუალო ზომის. მეტისმეტად გრძელი ფრჩხილები კვლავ და კვლავ არასერიოზულ შთაბეჭდილებას შექმნიან ჩვენზე.

4. კოსმეტიკა. რაც არ უნდა გიხდებოდეთ წითელი ფერის პომადა და იასამნისფერი ფერის ჩრდილები, გასაუბრებისათვის ეს მეტისმეტია. ამის ნაცვლად, უფრო ბუნებრივ და ნეიტრალურ ფერებს მიმართეთ. ასევე, ნუ გამოიყენებთ ძალიან მკვეთრი სურნელის მქონე სუნამოებსაც.

5. სამკაულები. ასევე თავი შეიკავეთ მეტისმეტად დიდი ზომისა და მოცულობის სამკაულებისაგან…

ვრცლად იხილეთ აქ>>>

http://hrworld.wordpress.com/



0 comment(s) to... “რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე (ქალები)”