კაცი, რომლისთვისაც დედამიწა არასაკმარისია

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , ,

richard-branson

Posted by salomemumladze

Bookmark and Share

იცით, რა საერთო აქვთ მას, უოლტ დისნეისა და ბილ გეითსს? წერა-კითხვის პრობლემები. ეს ისე, შესავლისთვის. ამ პოსტის მთავარი გმირი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი და გინესის რეკორდსმენი რიჩარდ ბრენსონია.

სერ რიჩარდ ჩარლზ ნიკოლასი სულ ყურადღების ცენტშია, რადგან თვითნასწავლი და ექსტრემალური სპორტით გატაცებული რისკიანი მილიარდელია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1950 წლის 18 ივლისს გრინვიჩში დაიბადა. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც შამლი გრინში, სურის საგრაფოშია დაბადებული. სკოლა არ დაუმთავრებია, რადგან ლეგასთენიის გამო (რომლით დაავადებულებსაც წერა-კითხვა უჭირთ) სწავლისას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველი აღიარება ჟურნალ “სტუდენტის” დაარსების შემდეგ მოიპოვა. მასთან სრულიად უსასყიდლოდ თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც სარტრი და კარე არიან.

ბიზნესი უნდა იყოს აზარტული, თავშესაქცევი და ის აუცილებლად უნდა აღვივებდეს შემოქმედებით ინსტინქტებს

1969 წელს, სულ რაღაც 19 წლისამ საწარმო “ვირჯინი” (Virgin) დააარსა, რომელიც აუდიო-დისკებს აწარმოებდა. 70-იანების დასაწყისიდან კომპანიის აღმავლობა დაიწყო, რაც პირველ რიგში, ბრენსონის დამსახურებაა, რადგან მან იმ დროისთვის Kevin Ayers Group-ის სრულიად უცნობ ბასისტებთან გააფორმა კონტრაქტი, რომელთა პირველი დისკი Tubular Bells 1973 წელს გამოვიდა და 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. სწორედ ეს ფინანსური წარმატება გახდა ბრენსონის აღმავალი კარიერის დასაწყისი. “ვირჯინთან” თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიცაა Genesis, Boy George, Phil Collins, Pet-Shop Boys, Rolling Stones.

საბედნიეროდ ჩვენ არ ვართ საჯარო დაწესებულება, მე კერძო ბიზნესი მაქვს და ეს საშუალებას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც მინდა

პარალელურად ბრენსონმა სხვა შვილობილებიც დაარსა, რომლებიც ერთ კონცერნში საერთო სახელის “ვირჯინის” ქვეშ გააერთიანა. ამ კონგლომერატის მიერ მოტანილმა მოგებამ 2004 წელს 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2007 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ “ვირჯინი” ბრიტანულ კომპანია Game Domain International-თან ერთად სამგანზომილებიან A World Of My Own (AWOMO)-ს გამოუშვებდა, რომელიც კომპიუტერული თამაშების მსოფლიო ბაზარს თავისი რევილუციური ხასიათით დაიპყრობდა. 3D-გამოსახულებამ რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კინოინდუსტრიაშიც შეიჭრა, მთელმა მსოფლიომ დაინახა.

დღეს “ვირჯინის” შემადგენლობაში 150-ზე მეტი დამოუკიდებელი საწარმო შედის. მათ შორისაა სავაჭრო ქსელები, გამომცემლობები, ღამის კლუბები, რადიო-სადგური და სხვა. კონცერნში 25000 ადამინაზე მეტია დასაქმებული და ერთ-ერთი უდიდესია დიდ ბრიტანეთში.

ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ ერთი საოცარი გაკვეთილი მასწავლა – მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალ გამოწვევას გვიგზავნის, პრინციპულად მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლაა

ბრენსონი პოლიტიკაშიც გამოჩნდა. 1998 წელს ტონი ბლერის ეკონომიკური მრჩველი იყო, ხოლო არჩევნებში მისი აქტიური მხარდამჭერი. საკუთარი ფონდიც აქვს და  საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. გამოშვებული აქვს რამდენიმე წიგნი: “ბიზნესი, როგორც როკ-ენ-როლი”, “ცხოვრების გაკვეთილები” და სხვა.

ეს რაც ბრენსონის ბიზნეს-საქმიანობას შეეხებოდა. არანაკლებ საინტერესოა მისი ჰობი, რომელიც ლამის პროფესიად ექცა. სერ რიჩარდი წლებია საჰაერო ბურთით ფრენითაა გატაცებული. მასზე ამბობენ, რომ ბრენსონი ვერ იქნებოდა, რომ არ დაფრინავდესო…

იხილეთ გაგრძელება>>>

 

http://hrworld.wordpress.com/



0 comment(s) to... “კაცი, რომლისთვისაც დედამიწა არასაკმარისია”