მილენიუმი და ახალი გამოწვევები

Posted 7:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

techn

Written by lobzhanidze

Bookmark and Share

მახსოვს, ის ემოცია, რომელიც 1999 წლის წინა საახალწლო დღეებში დამეუფლა, თითქოს ახალ სამყაროში შევდიოდით, რომელსაცჩვენთვის, უამრავი სიახლე უნდა მოეტანა. თითქოს მომავალში შევდიოდით, რომელიც აბსოლიტურად განსხვავებული იქნებოდა მაშინ არსებული რეალობისგან, ბევრი მაშინ იმასაც აცხადებდა, რომ კომპიუტერები შეწყვეტდნენ არსებობას, რატომ უნდა მომხდარიყო ეს სიმართლე გითხრათ ბოლომდე დღემდე არ მესმის, თუმცა ფაქტია, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა… როგორც პრინციპში ბევრი სხვა მიმართულებითაც.

2010 წელია და რამე კარდინალურ განსხვავებას 10 წლის წინანდელ სამყაროსთან მე პირადად ვერ ვხედავ, არადა გაიხსენეთ რას გვიწინასწამეტყველებდნენ გასული საუკუნის ფანტასტები, მე მაგალითად ზემეკისის „უკან მომავლისაკენ“ მახსენდება, რომელშიც 2015 წლის დედამიწა ულტრა ფანტასტიურია, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ დიდი რეჟისორი ცდებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5 წლის შემდეგ ჩვენს ქუჩებში მფრინავი მანქანები გაჩნდებიან, ნაკლებად სავარაუდოა ასევე ბევრი სხვა რამეც.

მაშ, რა მოგვიტანა ახალი საუკუნის 10 წელიწადმა? თუ გავიხსენებთ ისტორიას მივხვდებით, რომ კაცობრიობის ისტორიაში, არცერთი საუკუნე არ იყო იმდენი ტექნოლოგიური განვითარების მომტანი როგორიც მე-19 და მე-20. ამ პერიოდში შეიქმნა ელექტროენერგია, ტელეფონი, რადიო, ავტომობილი, ტელევიზია და ა.შ. ასევე აღნიშვნის ღირსია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეული, მობილური ქსელების და ინტერნეტის განვითარებამ მოახდინა არნახული ცვლილება ინფორმაციის გაცვლა – გამოცვლის მიმართულებით, რომ არა ეს გამოგონებები სამყარო ალბათ დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა და საქმეებიც ალბათ 10-ჯერ უფრო ნაკლები სისწრაფით გაკეთდებოდა…

მე პირადად არაფერი განსაკუთრებული არ მომდის თავში ბოლო ათწლეულის მიღწევებთან დაკავშირებით, შეიძლება ვცდებოდე, თუმცა 21-ე საუკუნეს არცერთი რევოლუციური გამოგონება ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია… არადა გამოწვევები უხვადაა… ყველაზე აქტუალური კი მათ შორის როგორც ჩანს გლობალური დათბობაა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი პლანეტაზე ხვდება, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება კატასტროფის წინაშე დადგეს თუ რამე არ ვიღონეთ ამ კუთხით. ამ თემაზე უამრავი კონფერენციაც ეწყობა, ყველაზე მაშტაბური კი ცოტა ხნის წინ კოპენჰაგენში მოწყობილი სამიტი იყო, თუმცა მიუხედავად მაშტაბურობისა არანაირი პრაქტიკული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ყველაფერი უცვლელი დარჩა. ა.შ.შ. რომელიც ახლო წარსულში ყველაზე მეტად აბინძურებდა გარემოს უარს ამბობს პოტენციურად საშიში პროდუქტების გამოყენებაზე და ალტერნატიული გზების ძიებაშია, რამდენიმე თვის წინ მან ასევე ამის გაკეთებისკენ ინდოეთს მოუწოდა… კოპენჰაგენში დიდი და პატარა სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, პატარა სახელმწიფოებს უფრო მეტი ფინანსები სჭირდებათ ახალი პროგრამების დასაწყებად, რომელიც მათ არ გააჩნიათ, დიდებს კი ქონების გასხვისება დიდათ არ სურთ.

მეორე გამოწვევა, რომელიც დღესდღეობით კაცობრიობის წინაშე დგას არის…

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://lobzhanidze.wordpress.com/



0 comment(s) to... “მილენიუმი და ახალი გამოწვევები”