გაცნობიერებული სიზმრები

Posted 5:00 PM by Nina in თემები ,

mann blow

Bookmark and Share
 
 

მეცნიერება მცირე ყურადღებას უთმობს ძილს - ფაქიზეთეროვან სამყაროში ყოფნას. ადამიანი ცხოვრების თითკმის ნახევარს არამიწიერ სამყაროში ატარებს...
აგნი იოგა
როცა სიზმარში ხარ და არ იცი, რომ ეს სიზმარია, გაღვიძებისთანავე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გიპყრობს. გრძნობ, რომ სიზმარი და რეალობა ერთმანეთისაგან რკინის კედლითაა გამიჯნული, თითქმის ასევე ხდება, როცა, მაგალითად, "გახეთქილ" მთვრალს ცნობიერება ღალატობს და არ ახსოვს, თუ ვინ არის ის საერთოდ.

თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება და რომელსაც პირადად მე ბავშობიდანვე ვგრძნობდი. ეს ვარიანტი იმას გულისხმობს, რომ შენ სიზმარში თვალნათლივ გრძნობ, რომ ეს არ არის ყოელდღიური რეალობა, და ის, რასაც შენ ხედავ არ მიეკუთვნება მხოლოდ შენს ფანტაზიას. გარდა ამისა, დანამდვილებით იცი, რომ სიზმარში ხარ, თუმცა ვერ ახერხებ მდგომარეობის სურვილისამებრს გამოწვევას.

პირველად სერიოზულად გაცნობიერებულმა სიზმრებმა 26 წლის ასაკში დამაინტერესა იმიტომ, რომ კარლოს კასტანედას ნაშრომებს გავეცანი და ბევრი რამ მეცნო. ეს განსაკუთრებით ეხება "იქსტლანში მოგზაურობა"-ს ამ წიგნმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.სწორედ ამ ნაშრომში არის დეტალურად აღწერილი ეს ფენომენი და "გაცნობიერებული სიზმრების" გამომწვევი მეთოდიკა, რომელიც კარლოს კასტანედას იაკის ინდიელთა ტომის მაგმა დონ ხუანმა გადასცა. ეს მეთოდი ერთი შეხედვით ფრიად მარტივია, უბრალოდ საჭიროა სიზმარში საკუთარი ხელების დანახვა, რის შედეგადაც ნეოფიტი აცნობიერებს, რომ პარალელურ სამყაროში იმყოფება.

გულის სიღრმეში მე მაინც ეჭვი მეპარებოდა დონ ხუანის არსებობის რეალობაში, თუმცა როდესაც გადავწყვიტე მისი ტექნიკის საკუთარ თავზე გამოცდა მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა მართლა არსებობდა რეალურად კასტენადასთან მოხსენიებული ეს პერსონაჟი თუ დონ ხუანი ავტორის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს, მთავარია, რომ ეს მეთოდი ძალზედ ეფექტური გამოდგა.

1991 წლის ივნისში როდესაც სახლში მარტო ვიმყოფებოდი, გადავწყვიტე გაცნობიერებული სიზმრების გამოსაწვევად კასტანედასთან აღწერილი მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გონებიდან ხელის შემშლელი ყოველი აზრი გავდევნე და ვიგრძენი სასიამოვნო რელაქსაცია, ტვინი "დაცარიელდა" და მედიტაციურ მდგომარეობაში შევედი. ამის შემდეგ ნელ-ნელა ავწიე ხელები სახესთან მივიტანე და ხელისგულებზე გადავიტანე ფიქსირენული მზერა,(თვალები ამ დროს ფოტოკამერის ფუნქციას ასრულებდა.) შემდეგ რამდენჯერმე სერიოზული ტონით, მაგრამ დაუძაბავად ვუთხარი საკუთარ თავს: "მე ჩემს ხელებს სიზმარში ვუყურებ, მე ვიცი, რომ მძინავს". ამ ფრაზების დამთავრებისთანავე გაფანტული მზერა ოთახის კედელს მივაპყარი. ერთი-ორი წუთის შემდეგ, თვალებით ისევ ხელის გულებს ჩავაშტერდი და მიზანმიმართულად კვლავ რამდენჯერმე გავიმეორე შემდეგი ფრაზა: "მე ჩემს ხელებს სიზმარში ვხედავ და ვიცი, რომ მძინავს". ამის შემდეგ მზერა ისევ კედელზე გადავიტანე და ყოველგვარი აზრები გამოვთიშე. თანაც მზერა გაფანტული იყო ამ დროს. ანუ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მზერის ხელის გულებზე კონცენტრაციას და შემდეგ კედელზე დეკონცენტრაციას. მთელი ეს პროცესი 5-6 წუთი გაგრძელდა.

მე ამ სავარჯიშოს 1 თვის მანძილზე დღეში 4-5-ჯერ მეთოდურად ვასრულებდი დილა-საღამოს და უკვე ერთი კვირის შემდეგ ვიგრძენი რაღაცა არაორდინალური და მშვენიერი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, წინ გაცნობიერებული სიზმარი მელოდება…

გაგრძელებაა იხილეთ აქ>>>

 

http://demo.ge/



0 comment(s) to... “გაცნობიერებული სიზმრები”