კაფკას არ ჰქონდა ტელევიზორი

Posted 3:00 PM by Nina in თემები , ,

february (26)

Bookmark and Share

 

ავტორი:demo.ge

მთარგმნელი: ალექსა ჩიღვინაძე

ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესორი მარჯორი პერლოფი თავის (მერვე) წიგნს იწყებს შეკითხვით, რომელიც მას დაუსვა ერთმა იუგოსლავიელმა – სტუდენტმა, პოსტმოდერნული პოეზიის და თეორიის სემინარზე, სადაც განიხილებოდა ჯონი კეიჯის, როლან ბარტის, ჩარლზ ბერნსტაინის, სიუზან ჰოუს, ჟაკ დერიდას, სტივ მაკ-კეფერის და ლინ ჰეჯინიანის ნაწარმოებები: “რატომ არ წერენ ისინი კაფკასავით?”

სტუდენტს, რათქმაუნდა მხედველობაში ჰქონდა (წერს პერლოფი), რომ კაფკა (აქ მთავარი არ არის რამდენად რთულია ნაწარმოების აზრი, ან რამდენად ზუსტია მინიშნებათა ქსელი, რამდენად ორაზროვანია ინტონაცია) წერდა პროზას, რომლის სინტაქსისიც იყო აბსოლუტურად გამჭირვალე. პირველივე რეაქცია ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების “ფრაზებზე” და მითუმეტეს თუ ის - მთელი აბზაცი ან გვერდია, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თავს გარკვეულწილად თაღლითობის მსხვერპლად შევიგრძნობთ. არსებობს პოეტთა ჯგუფი (ობიექტივისტებით დაწყებული და “კონკრეტული” პოეტებით დამთავრებული, ეგრეთწოდებულ “ენობრივ სკოლამდე”, ცენტრში კარგათ ცნობილი ჯონი ეშბერით.) რომელთაც დეკონსტრუქციასთან  საკმაოდ “შავბნელი” კავშირი აქვთ და წერენ უაზრო, პრეტენზიულ “სისულელეს”, რომელსაც ლიტერატურად ასაღებენ. ან თუ ამ გამოთქმას დამამცირებლად მივიჩნევთ, გავიხსენოთ პაუნდის ცნობილი “უშუალო დამოკიდებულება საგნებთან”.

ბუნებრივი და გამჭირვალე პოეზიის ამ მოთხოვნამ, რომელიც მოდერნიზმის ქვაკუთხედად იქცა, არცთუ ცხადი მიზეზების გამო, გზა გახსნა ხელოვნურობისკენ, რომელიც ასოცირდება არა ჯანსაღ მოდერნიზმთან, არამედ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის ხელოვნებასთან. ამრიგად პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ან ის რასაც პრეტენზია აქვს პოეზიაზე) წარმოადგენს რთულ – ექსცენტრიულ სინტაქისის, “ბნელ” ენას - უფრო მათემათიკურს, ვიდრე მუსიკალურ ფორმას.

მარჯორი პერლოფი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ის რასაც უწოდებს რადიკალური ხელოვნურობის პოეზიას, მალე უბრალოდ გაქრება. მაგრამ, შესაძლოა იმ დროისათვის ის გავრცელებული იყოს, ისევე როგორც ვირუსი: ინგლისსში ტომ რევორტის, ჯერემი პრინნას და ალენ ფიშერის ნაწარმოებებით; საფრანგეთში – “ულიპოს” ჯგუფის, რომელიც ჯორჯ პერეკის და ისეთი პოეტი-ინტელექტუალების ირგვლივ იყო კონცეტრირებული, როგორებიც იყვნენ ემანუელ ოკარი, კლოდ რუაიე-ჟურნო, ჟაკ რუბო და ანა-მარია ალბიალი; რუსეთში – არკადი დრაგომოშენკოს, ალექსიე პარშიკოვას და დიმიტრი პრიგოვას კონცეპტუალური პოეზიით. ესპანეთში – “ზასტერლე-პრესს” და “პაგინის” მსგავსი ჟურნალების სახით.
ჩვენ ვცხოვრობთ ელექტრონულ კულტურაში. რათქმაუნდა, ეს ტრუიზმია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ურთიერდამოკიდებულება ლირიული პოეზიასა, რომელიც ითვლება ყველაზე კონსერვატიულ, “განუზომელ” სფეროდ…

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://demo.ge/



0 comment(s) to... “კაფკას არ ჰქონდა ტელევიზორი”