განდეგილი

Posted 3:00 PM by Nina in თემები , ,

february (4)

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

Bookmark and Share

ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" დღევანდელი ეპოქისთვის შესატყვისი და გაცილებით საინტერესო ინტერპრეტაცია იქნება - პოემა, ტრანსსექსუალ ბერზე, რომელიც გადაწყვეტს სქესის შეცვლას. სენაკს მიატოვებს, ქალაქს დაუბრუნდება, სადაც პროსტიტუციით შოულობს ოპერაციის ფულს. 
სქესის იდენტობის დაკარგვა, ღმერთის ძიების კვალად - ეს განდეგილის ახალი "ლეველია". ქალს, რომელსაც პოემის პირვანდელ ვარიანტში ბერი თავის სენაკში შეიფარებს, ახლა ის თავისსავე სხეულში მისცემს ბინას. ქალის შეკედლება ბერისავე არსებაში ხდება. ყველაფერი გართულდა. შიზოფრენია ახლოსაა. ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს, პოსტმოდერნული, ქაოტური სიტუაცია ანაცვლებს. პოემის პირვანდელ ვერსიაში დასმული შეკითხვები "თუ ცოდვა არის ეგრე რადა ჰგავს, სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?" ან "ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?" უკანა პლანზე გადადის და წინ ღრმა, გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო, ტრანსექსუალის თვითიდენტიფიკაციის, მთელი ტრაგიზმით აღსავსე პროცესი იწევს.
ბოდრიარი "ბოროტების გამჭვირვალობაში" წერს, რომ ჩვენ ყველანი ტრანსსექსუალები ვართ, ისევე როგორც ბიოლოგიური მუტანტები და ეს ბიოლოგიის კი არა სიმბოლიკის საკითხი არის. დღეს სექსუალობის მოდელი - ტრანსსექსულიზმია. იესოს, მაიკლ ჯექსონისა და ენდი უორჰოლის ტიპის მარტოხელა მუტანტები "ანაცვლებენ", რომლებიც ახერხებენ ახალი რასის, ესთეტიკის აგნოსტიკურ კონფიგურაციას.
ტრასსექსუალიზმი გამოწვეულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მიზეზებით. უფრო ზუსტად კი ვინაიდან საზოგადოება ბიოლოგიურ სქესს მკაცრად განსაზღვრულ სოციალურ გენდერულ როლს უკავშირებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტრადიციული გენდერული როლების უარყოფა და სხვა ბიოლოგიური სქესისადმი თავის მიკუთვნების შეგრძნება. თუმცა არის ვერსია, რომ ტრანსექსუალი მამაკაცები გენეტიკურადაც განსხვავდებიან ჩვეულებრივი კაცებისგან.
ალექსანდრ ეტკინდის აზრით, რელიგიაში ყველაზე მთავარი და ყველაზე საჭირო - კავშირია. სქესის კავშირი - ღმერთთან და ეს უფრო დიდია, ვიდრე გონების ან სინდისის კავშირი. სქესი არა მხოლოდ სხეულია, არამედ ჩვენი სულიც არის.
განდეგილი
(9 არასრულყოფილი სურათი ტრანსსექსუალი ბერის ცხოვრებიდან)
იესოსაც კი არ უოცნებია ასეთ მსხვერპლზე (ალისტერ კროული)


I - ლოცვის მიღმა მარტოდმარტოდ დარჩენილი მწირი
ცათამჯენებში ელექტროფიკაციული ფოთოლცვენაა,
ცვივა განათებული ფანჯრები სიბნელეში
და თითქოს ყველა საცხოვრისი ერთმანეთს ერწყმის
და ერწყმიან მათ გამვლელები, ქუჩის ძაღლები,
შუქნიშნები, ნაგვის ურნები.
პოლიციელები, გამკვივანი სირენებით
გამალებით მიიწევენ შენაერთისკენ.
მთელი ეს ურბანული ჯუნგლები,
თითქოს ერთ ატომად გადაქცევას ლამობს.
ანტენები, ქარიშხალში მოყოლილი რობოტებივით იზიდავენ
ანძიდან ტალღებად წამოსულ სპერმატოზოიდებს,
მათგან განაყოფიერებული ტელევიზორებიც უერთდებიან,
მაცივრებს და სარეცხ მანქანებს,
რომლებშიც ყველაფერი ერთად ტრიალებს,
მარწყვები, ბავშვები -
ჰაერში იწევიან აუტანლად უძრავი ძეგლები
და მიიწევენ ამ ჯაჭვურ რეაქციაში ჩასაბმელად.
ხეები უერთდებიან ქარებს
და ყველა ცეცხლი ერთდება ცაში.
ნარინჯისფერ შესახლებული სარკეები და სათვალეები
უღმერთოდ იდუმალი ოკეანეების გავლით
მიიწევენ ამ საღმრთო კუჭში -
სქესები მიიწევენ ერთმანეთთან შესარწყმელად,
ალვის ხეების კენწეროები - შუბებივით ესობიან ცას.
ღრუბლები ივსებიან - ვარსკვლავებით
და ერთად იძირებიან - მსოფლიო ტბაში.
ემბრიონები წყალში ჩაძირულ ვარდისფერ ლაბირინთებში მილივლივებენ.
ბერი ლოცვას წყვეტს და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
ჩიტები - ხეებს, ფესვები - მიწას, სხივები - მზეს,
სენაკი - კლდეებს, წვეთები - წვიმას.
ბერი გამოდის გარეთ
და გადმოჰყურებს დამშვიდებულ მიდამოს.


II - ტკივილ გამოცლილი გარდასახვის პროცესი
როგორ განიშლებოდა ჩემი არსება,
როგორ განიშლებოდა,
ნისლში მეჩეჩზე დამსხვრეული ხომალდივით
ვისთვის იარსებებდა, ვისთვისვე არსებული?
სხეული მძიმდებოდა და არ განისაზღვრებოდა,
ნუთუ მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს სქესს,
დაღლილს და ბედნიერებაზე წამოგებულს,
ღვთის სადიდებელ სიტყვებს შორის მოდრეიფეს.
დავმარცვლე ღვთისმშობლისაკენ გაქანებული ცრემლები,
გონებას ავუტვირთე და ვერადავერ შევესატყვისე,
ჩემს სქესს, გამოუცნობ სტუმარს წვიმაში.
ერთდროულად კეთილი ძმების ტომრებივით ვეზიდებოდი ლოცვებს,
გადაკვეთის წერტილისთვის კი ვერ მიმეგნო,
დედაენის მყარლ ჭაობში, ჯერ არ დამდგარიყო ღამის ის მონაკვეთი,
მე და უფალი რომ უნდა შევხვედროდით,
ერთმანეთის გზები გადაგვეკვეთა
და ძღვნად ტრანსფორმირებული მსხვერპლი გაგვკვირვებოდა.
III - ყოველდღიურობის გაჩენის მომენტი
დაივიწყესო, თქვეს მათ
დავიწყების არა ეტყობოდათო -
გაიფიქრეს მხოლოდ.
და გაუყვნენ, გაუნაპირდნენ ერთმანეთს.
ვინაიდან ახლო ფერი, მათთან იყო შავი
და შავიდან იბადებოდა - მწვანე,
მისგან ამოდიოდა ოქროსფერი
და ასე გრძელდებოდა>>>

იხილეთ ვრცლად>>>



0 comment(s) to... “განდეგილი”