პროცესორი APPLE A4 – ცუდია გიჟური აზრები?
Posted 5:00 PM by Nina in თემები ამბები, დელფი, დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია, ტექნოლოგიათავიდან ყველაფერი ცუდად იყო. მაკები ცუდად იყიდებოდა. ეფლის საბაზრო წილი ეცემოდა. მიზეზები თვალშისაცემი იყო: ახალი ოპერაციული სისტემა უიმედოდ კიდებდა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ მაკებსაც კი. “სახატავი პროგრამა”, რომელიც იმ დროს ფრიად ძლიერი იყო, ნელა და ცუდად მუშაობდა…
ხოლო პროცესორები, რომლებიც სეძლებდნენ სიტუაციის გამოსწორებას, აგვიანებდნენ. თითქოს და ვერავინ და ვერაფერი უშველიდა ეფლს და წასვლა დაიწყეს იმათაც კი, ვინც 90-იანი წლების ბოლოსაც არ წავიდნენ, ბოლომდე დარჩნენ…
მათ შორის, ვინც არ წავიდა, ცოცხლობდა სრულიად გიჟური იდეა: რა მოხდება, თუ ეფლის საკუთარ პროცესორს გამოუშვებს?
და აი ეს მოხდა. პირველი პროცესორი, რომელიც ეფლშია შემUშავებული საკუტარი მიზნებისათვის, უკომპრომისო, ზუსტად გათვლილი iPad-ისათვის.
ამისათვის 2008 წელს ეფლმა იყიდა ლუკს-კლასის პროცესორული ატელიე P.A.Semi 278 მილიონ დოლარად. როდესაც მსხვილი კომპანიები სხვებს ყიდულობენ, ეს ყოველთვის საინტერესოა. მაგრამ ეს შემთხვევა საერთოდ სენსაციად იქცა. იმდენად იყო ყველაფერი უცნაური და მოულოდნელი.
ეს სიდიდით მეორე შენაძენია ეფლისათვის მთელი ისტორიის განმავლობაში. უფრო ძვირი მხოლოდ NeXT-ის შეძენა დაჯდა სტივ ჯობსთან ერთად.
სარეკლამო სააგენტო Quattro 28 მილიონით უფრო იაფი დაჯდა.
1. A4
ზუსტი მონაცემები A4 პროცესორის შესახებ არ არსებობს.
ცნოილია, რომ ის გამოყენებულია iPad-ში და მისი სიხშირე გახლავთ 1 გჰც და რომ მიუხედავად დაბალი სიხშირისა, ის ძალიან სწრაფად მუშაობს.
ცნობილია, რომ ეს არის SoC (System on Chip, “სისტემა ჩიპზე”), ანუ ერთ მიკროსქემაში განთავსებულია მთავარი პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, ოპერატიული მეხსიერების და შეტანა/გამოტანის კონტროლერები.
განცხადებულია, რომ პროცესორი ფანტასტიურად ეკონომიურია, თუმცა გაუგებარია, რა დგას ამის უკან. 10 საათი შეუჩერებელი მუშაობა iPad-ზე? ეს ბევრია თუ ცოტა? ვგონებ ამ შემთხვევაში ღირსა ეფლის დაჯერება.
ცნობილია, რომ ამ პროცესორს შეეძლება ARM-პროცესორების კოდის სწრაფი შესრულება ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ისიც ARM-ია. ზოგი ამტკიცებს კიდევაც, რომ ეს ახალი თაობის ARM-ია.
ეს შეიძლება იყოს რაც გინდა რა. თუნდაც PowerPC. თუმცა ამ პროცესორებზე ლიცენზია IBM-მა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოითხოვა უკან.
Apple-ის ისტორიაში პირველად დამკვეთიცა და შემსრულებელიც თვითონაა. კომპანიას ჯერ არნახული შესაძლებლობა აქვს დაამზადოს ისეთი პროცესორი, რომელიც მას სჭირდება.
სანამ iPad-ი არ მოხვდება “პათანატომების” ხელში და მისი შიგნეულობა არ გამოფატრეს, მანამდე ეს პროცესორი გამოცანად დარჩება.