2010 წლის მარტის ფილმები

Posted 4:00 PM by anano in თემები , , , ,

      

ავტორი - Maya Jims

Bookmark and Share

დროა მარტის პრემიერებს გადავხედოთ. შეგახსენებთ, რომ ,,გამოსვლის თარიღში" იგულისხმება ფილმის ჰოლივუდური პრემიერის დღე.

თებერვლის ფილმებიდან თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ: "Dear John" (25 თებერვლიდან) და მარტინ სკორსეზეს "Shutter Island".

ახლა კი, მარტის ფილმები:

"Alice in Wonderland"

ჟანრი: სათავგადასავლო, საოჯახო, ფანტასტიკა

როლებში: Helena Bonham Carter, Mia Wasikowska, Matt Lucas, Johnny Depp, Stephen Fry

რეჟისორი: Tim Burton

გამოსვლის თარიღი: 5 მარტი, 2010

მოკლე შინაარსი: 19 წლის ელისი (ზოგისთვის – ალისა) საოცრებათა ქვეყანაში ბრუნდება, სადაც ძველ მეგობრებს ხვდება და იგებს, რომ მისი უმთავრესი მისია, წითელი დედოფლის ტახტიდან ჩამოგდებაა.

ვის მოეწონება: ბავშვებს, ჯონი დეპის ფანებს და ყველას, ვისაც 3D ფილმები უყვარს.

"Brooklyn's Finest"

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, კრიმინალური დრამა, თრილერი

როლებში: Richard Gere, Don Cheadle, Ethan Hawke, Wesley Snipes

რეჟისორი: Antoine Fuqua

გამოსვლის თარიღი: 5 მარტი, 2010

მოკლე შინაარსი: სამ, სრულიად სხვადასხვა სამუშაო გამოცდილებისა და მიზნების მქონე ბრუკლინელ პოლიციელს ერთ დანაშაულთან ბრძოლა დააკავშირებს. (ძალადობის, ინტიმური სცენებისა და ბილწსიტყვაობისთვის ფილმი R-რეიტინგით არის შეფასებული, ანუ ბავშვებს არ აყურებინოთ!)
ვის მოეწონება: ვისაც დანაშაულის ბინძურ სამყაროსთან ბრძოლაზე გადაღებული ფილმები მოსწონს
.

 

"Green Zone"

ჟანრი: დრამა, საომარი, თრილერი

როლებში: Matt Damon, Amy Ryan, Greg Kinnear, Antoni Corone, Nicoye Banks

რეჟისორი: Paul Greengrass

გამოსვლის თარიღი: 12 მარტი, 2010

მოკლე შინაარსი: ერთ–ერთი დავალების შესრულებისას, აშშ–ს არმიის ერთგული ოფიცერი საეჭვო ფაქტების წინაშე დადგება და წინააღმდეგობის მიუხედავად, სიმართლის გარკვევას ეცდება.

ვის მოეწონება: სამხედრო ექშენების მოყვარულებს. (+პოსტის ავტორს ♥)

"Remember Me"

ჟანრი: მელოდრამა

როლებში: Robert Pattinson, Emilie De Ravin, Pierce Brosnan, Chris Cooper, Lena Olin

რეჟისორი: Allen Coulter

გამოსვლის თარიღი: 12 მარტი, 2010

მოკლე შინაარსი: გზააბნეულ და ოჯახური პრობლემებით დამძიმებულ ბიჭს მოულოდნელად სიყვარული ეწვევა, რასაც ახალი უსიამოვნებები მოჰყვება.

ვის მოეწონება: ვისაც სევდანარევი ფილმები და სასიყვარულო განცდები ხიბლავს.

იხილეთ ვრცლად...

http://mayajims.blogspot.com/

 



0 comment(s) to... “2010 წლის მარტის ფილმები”