from – interpressnews.ge
საქართველო ჰაიტის დაზარალებულ მოსახლეობას 250 000 Dდოლარის ღირებულების Hჰუმანიტარული ტვირთით ეხმარება.
მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ გვიან ღამით მიიღო. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰაიტიში სპეციალური ჩარტერული რეისი დაინიშნა და 40 ტონა პირველადი სჭიროების ნივთები და მედიკამენტები გაიგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება 250 000 დოლარია.
ამასთანავე უკვე მზადყოფნაშია 20 კაციანი სამაშველო ჯგუფი და საჭიროების შემთხვევაში, მაშველთა დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც იქნება შესაძლებელი.
კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი 7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დედაქალქი პორტ-ო-პრენსი თითქმის მთლიანად მიწასთან არის გასწორებული.