დასახელდა უკანასკნელი 25 წლის ყველაზე გავლენიანი წიგნი (ლიტერატურა)
Posted 1:00 PM by anano in თემები demo.ge არტ-პორტალი, ლიტერატურა
ავტორი – შოთა გაგარინი
მწერლებს შორის მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვამ, გამოავლინა წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია ლიტერატურაზე უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. როგორც იტყობინება The Guardian-ი, დასახელდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - „მარტოობის ასი წელი“ (Cien años de soledad), კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესისა.
პოლლი ჩაატარა საერთაშორისო ლიტერატურულმა ჟურნალმა Wasafiri, რომელიც წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამოკითხვაში 25 ლიტერატორი მონაწილეობდა, მათ შორის ინდრა სინჰი (Indra Sinha), ბლეიკ მორრისონი (Blake Morrison) და ამიტ ჩოუდჰური (Amit Chaudhuri).
რესპოდენტებს მხოლოდ ერთი წიგნის დასახელება შეეძლოთ. მარკესის რომენმა, რომელმაც მას ნობელიც მოუტანა, აღმოჩნდა ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ერთზე მეტჯერ დაასახელეს - მას ყველაზე გავლენიანი უწოდა სამმა ლიტერატორმა.
სიაში ასევე მოხვდნენ ნაბოკოვის „ლოლიტა“, რაიმონდ კარვერის (Raymond Carver) მოთხრობათა კრებული და ბარაკ ობამას მემუარები Dreams From My Father („ოცნებები მამაჩემისგან“), რომელმაც ავტორს ერთი ლიტერატურული პრემია უკვე მოუტანა.
ამას გარდა, მწერლებმა ჩამონათვალში ჩართეს სალმან რუშდის (Salman Rushdie) ორი წიგნი „სატანური ლექსები“ და „შუაღამის შვილები“ (Midnight’s Children)- ასევ ჯონ კუტზეეს (J. M. Coetzee), „სირცხვილი“(Disgrace) და ლექსები შეიმას ჰინის (Seamus Heaney), ელიზაბეტ ბიშოპის (Elizabeth Bishop) და ტედ ჰიუზის (Ted Hughes) ავტორობით.