კედელი

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , ,

Pink_Floyd_-_The_Wall

ავტორი: Leonsio

დამეთანხმებით რომ “კედლის” შესახებ ბევრი რამე შეიძლება ითქვას, ჯერ გადავხედოთ ისტორიას და გავიხსენოთ:  ბერლინის კედელი, ჩინეთის დიდი კედელი, “Pink Floyd”-ის ცნობილი “The Wall” , აიგერის ჩრდილოეთ კედელი, იერუსალიმის “Wailing Wall” და კიდევ ბევრი ტელე–რადიო გადაცემა ამავე სახელწოდებით. არსებობს ცოცხალი კედელი რომელიც ადამიანებისგან არის “აშენებული” ასეთი კედლი ისტორიაში ბევრგან გხვდება, როდესაც მოსახლეობა მონაწილეობას იღებდნენ ბარბაროსი დამბყრობელების წინააღმდეგობის გაწევაში, ან უბრალოდ გამოხატავდნენ პროტესტს ასეთი სახით. მზგავსი ფაქტი ჩვენს დღევანელობაშიც ბევრია, ყველას გვახსოვს ეგრეწოდებული “ცოცხალი ჯაჭვი” რომელიც შეგვიძლია აგრეთვე მოვიხსენიოთ როგორც “ცოცხალი კედელი”. კიდევ ერთი საინტერესო კედელი აქვს ჩვენს საყვარელ facebook-ს რომელზეც იწერება ის ისტორიული პოსტები რომლებიც შემდეგ უკვე მის ბაზაში არქივდება ან უბრალოდ იშლება… არადა მართლაც რამდენი რამის მომსწრეა “კედელი” …

ყველა ნაგებობას აქვს თავის “კედელები” რომლებიც ისმენენდნენ და ხედავდნენ იმ მოვლენებს რომლებზეც შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ.  დღემდე სიტყვა “კედელი” ასოცირდება რაღაც დაუძლეველ წინააღმდეგობასთან და ისეთ ძალასთან როლის დაბყრობა უბრალო მოკვდავებისთვის ადვილი როდია, თუმცა დრო მოვა და “კედლშიც” გავალთ როგორც “პატრიკ ცვეისი” (ღმერთმა ყველა დიდხანს გვაცოცხლოს და მანამდე არაფერი გვეტკინოს). ისე  ერთი კარგი ფრაზა მომივიდა ეხლა თავში”კედლის ძალა მოგცეს ღმერთმა”  ასე რომ დალოცავ ადამიანს იდეაში  უნდა გაუხარდეს  ნუ თუ იმაზე უხარიათ როდესაც ვეუბნებით ხოლმე “წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა” კედელმა რაღა დააშავა…

იხილეთ ვრცლად>>>

http://leonsio.ge/



0 comment(s) to... “კედელი”