დემოკრატიის კლება

Posted 2:00 PM by anano in თემები , , ,

 

from – foreignpress.ge

wall street journal

სარედაქციო წერილი

მსოფლიოში „თავისუფლების რეცესიაა“.

როდესაც დასავლეთმა „ცივ ომში“ გაიმარჯვა, დემოკრატიამ მანამდე არნახულ ყვავილობას მიაღწია. ახლა პირიქითაა. პოლიტიკური და პერსონალური თავისუფლებები არამხოლოდ აღარ იზრდება, არამედ ბოლო წლებში წარსულისკენ სვლა   შეიმჩნევა. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის შემდგომი ისტორიული პერიოდის ბებიაქალი აშშ გახდა, ეს ტენდენცია ზედაპირულ ინტერესს სულაც არ იწვევს.

დემოკრატიის პრობლემები ამომწურავად არის აღწერილი Freedom House–ის ყოველწლიურ ანგარიშში, სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში, 210 წელი“. ამ ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ჩვენ „თავისუფლების რეცესიის“ პერიოდში შევაბიჯეთ. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, მეტია, ვიდრე ქვეყნები, სადაც პირიქით მოხდა. მსგავსი ანგარიშები უკვე ორმოცი წელია რაც ქვეყნდება, და ამ ხნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტენდენცია ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში არ იცვლება.   

დავიწყოთ იმ სახელმწიფოებიდან, რომელთა თანამშრომლობაზე დათანხმებასაც ობამა მისი პრეზიდენტობის პირველ წელს შეეცადა. ავტორიტარულმა რეჟიმებმა რუსეთში, ვენესუელაში, ირანსა და ჩინეთში 2009 წელს, Freedom House–ის კვლევის შედეგების მიხედვით, რეპრესიებისკენ უფრო მეტი სწრაფვა გამოავლინეს, ვიდრე წარსულში. ამერიკის მცდელობის მიუხედავად მათთან მეგობრულად ესაუბრა, ისინი მეგობრებად ვერ იქცნენ.     

სამხედრო გადატრიალებამ ოთხი აფრიკული სახელმწიფო შეძრა. შუა აზიაში დემოკრატიის ერთადერთი იმედი ყირგიზეთი, „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნიდან „არათავისუფალ“ ქვეყნად გადაიქცა. 

ახლოაღმოსავლეთის რეგიონი – დემოკრატიის თვალსაზრისით პლანეტაზე ყველაზე არასახარბიელო ადგილად რჩება. მხოლოდ ერთი სახელმწიფო – ისრაელია აღიარებული „თავისუფალ“ ქვეყნად. მისი მეზობელი არაბული ქვეყნები (თითქმის ყველა მათგანი) რეცესიამ შთანთქა. ცუდი შედგებია იორდანიასა და მაროკოშიც კი: ამ ქვეყნების ზომიერი კურსის მატარებელმა მეფეებმა ბოლო წლის განმავლობაში ძალიან დიდი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვეს. გამორჩეული გამონაკლისია ერაყი და ლიბანი. თურქეთთან ერთად ამ ქვეყნებს უფლება აქვთ მუსულმანურ და იმავდროულად დემოკრატიულ ქვეყნებად იწოდებოდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა მათგანი 2000–იანი წლების პირველ ნახევარში უმცროსი ჯორჯ ბუშის „დემოკრატიული პროგრამის“ ბენეფიციარები გახდნენ.     

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა. Freedom House–ის კვლევების თანახმად 89 ქვეყანა, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, „თავისუფალია“. 116 ქვეყანას დემოკრატიული საარჩევნო სისტემა აქვს. ოცი წლის წინ ამ კატეგორიაში მხოლოდ შესაბამისად 61 და 76 ქვეყანა ხვდებოდა. ამდენ ადამიანს არასდროს უცხოვრია ტირანიის პირობების გარეშე.

 

იხილეთ ვრცლად...

http://foreignpress.ge/



0 comment(s) to... “დემოკრატიის კლება”