ჯონ ლენნონის ლიტერატურული მოღვაწეობა
Posted 7:00 PM by Nina in თემები Music, youthjournalists, ლიტერატურა, მუსიკაPosted by YouthJournalist
1964 წელს ჯონმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით In His Own Write. 1965 –ში კი A A Spaniard In the Works. ორივე წიგნი შეიცავს მოკლე მოთხრობებს, ლექსებს და ჩანახატებს. ამ წიგნებში ლენნონი ამჟღავნებს ენის ფლობის ოსტატობას – ხშირად მიმართავს ასო-ბგერებით მანიპულაციას. ტექსტის შინაარსი ზოგჯერ დაყავს სრულ აბსურდამდე და ზოგჯერ იუმორისტულ სიუჟეტად აქცევს მას. როდესაც პირველად გამოვიდა მისი წიგნი პრესამ მოულოდნელ მოვლენად აღიქვა იგი - ცოდნიათ წერა-კითხვა ბითლზებსო. მაგრამ ამით მათი ინტელექტუალური მოლოდინი არ გამართლდა უფრო სწორედ არ გაამართლა ჯონმა და სამაგიეროდ “კარგად გაუგებარი” ამბავი მიაწოდა საზოგადოებას. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ინგისელი პოლიტიკოსებისთვის გაეკრიტიკებინათ ლივერპულის სასკოლო განათლების სისტემა, ლენნონის წიგნის ციტირებებით პარლამენტის ტრიბუნიდან.
ვნახოთ რას ფიქრობენ ამ წიგნის შესახებ მკითხველები. ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ წიგნების შესახებ.
მაგალითად, ამაზონის საიტზე ამ პროდუქციის შესახებ ვინმე “myidveli” ამბობს: “როგორ ძლიერაც მიყვარს ლენნონი, ისე არ მომწონს მისი წიგნი. თუმცა მიუხედავად ამისა მასში აღმოვაჩინე გასართობი ადგილები. შეიძლება ეს იმით აიხსნება რომ ბრიტანელი არ ვარ და მაგიტომ ვერ ვიგებ მის ხუმრობებს. ბევრ ფრაზებს ვერ ვხვდები. შეიძლება ვიფიქრო, რომ მასზე გავლენა მოახდინა ნოველისტმა ლუის ქეროლმა, მაგრამ არამგონია ასე იყოს. საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ლენნონი კარგად იცნობდა საკუთარ ენას და ამით მან შექმნა ახალი გამონათქვამები, რომლებიც მხოლოდ მას ესმოდა. მისი ნაწერები არის ორიგინალური, გულწფელი და უბადლო. ზოჯერ ვფიქრობ რომ იგი უფრო ძლიერი მწერალი იქნებოდა ვიდრე მუსიკოსი.”
საინტერესო მოსაზრებაა ვერაფერს იტყვი.
შემდგომი კომენტარც არანაკლებად საინტერესოა. აი რას წერს ვინმე “Dada1960”: "იგი შლის დროშას ყველა ანარქისტისთვის ვისაც კი შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს მასში. ეს წიგნი არის დამაბრავებლად ორიგინალური. მასთან სხვა წიგნები ვერ მოვლენ. პირველ რიგში იგი სარკაზმით უყურებს ტელევიზიას, პოლიტიკოსებს, ტაბუებს. ამასთან ერთად შესანიშნავად თამაშობს სიტყვებით და ქმნის ახალ პოეტურ ფორმებს და ხერხებს.
Terisch: “სიგიჟე? დიახ! მიზმიდველი და ექსპერიმენტული წერის მანერა გამოხატავს ლიბერალიზაციის ხანას ბითლზის დროს და მას შემდეგაც. პროვოკაციული, გონებამახვილი, კადნიერი და ღია, ასე შეიძლება დავახასიათოთ ავტორი. მიუხედავად ამისა იგი დადაისტებისათვის არ გამხდარა მეინსთრიმი...”
სანამ გადავალ ნაწარმოების ტექსტებზე მანამდე კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავზებთ, რომელშიც მოკლედაა მოწოდებული იუმორისტული პასაჟი ერთი პატარა ნოველის: მკითხველი ხედავს, რომ ლენნონი ამ წიგნის წერისას უკიდურესად მხიარულ განწყობაზე იყო. იქ არის სიღრმისეული მომენტებიც და არის მარტივად გასაგები ამბებიც. მაგალითისთვის “დენისთან” ("At The Denis" ) არის ძალიან მხიარული მოთხრობა. მასში აღწერილია ერთი ქალის თავგადასავალი კბილის ექიმთან, რომელსაც სასტიკად არ სურს უკანაკნელი რამოდენიმე კბილის ამოღება, მას ექიმი არწმუნებს, რომ ეს მას უფრო ახალგაზრდულ შესახედაობას მისცემს (Thirty years Younger). ამ სიტყვებს ქალი მაშინვე დაიჯერებს და ეტყვის ყველა კბილი დააძროს. მთელი საშინელება კი მაშინ იწყება, როდესაც ავტორი სიტყვებში ასოების შეცვლას იწყებს: ექიმის ნათქვამში, რომ ქალი ოცდაათი წლით გაახალგაზრდავდება ახლა ათქმევინებს რომ 30 წლის ჯუნგლებში მყოფს დაემგვანება იგი. ("Thirty years Jounger Isntead of Thirty years Younger ).
აი, დაახლოებით ასე აფასებენ უცხოელი მკითხველები ლენნონის პროზას. მე შევეცადე მეთარგმნა რამოდენიმე ნოველა, ჩანაწერი და ლექსი. საერთოდ თარგმნა რთული პროცესია, ამიტომ მაინც გირჩევთ ორიგინალში წაიკითხოთ. აგერ ლინკები ორივე წიგნის: In His Own Write და A Spaniard In the Works.
http://youth-journalists.blogspot.com/