მსახიობები და წარმატებული როლები
Posted 5:00 PM by Nina in თემები meloholica, კინო, ფოტო, შოუ ბიზნესიავტორი: meloholica
მინდა წარმოგიდგინოთ დღეისათვის პოპულარული მსახიობები და მათი წარმატებული როლები. ყოველ თემაში განვიხილავ 5 მსახიობს.
დღეისათვის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული მსახიობი ჯერარდ ბატლერი (Gerard Butler) ეკრანებზე გამოჩნდა 1997 წელს. ითამაშა 40-მდე ფილმში. პოპულარობა კი მოიპოვა ფილმებით: ლარა კროფტი 2 (Lara Croft Tomb Raider– The Cradle of Life ), ოპერის მოჩვენება (The Phantom of the Opera), P.S. მიყვარხარ (P.S. I Love You), 300 სპარტანელი (300), როკ–ნ–როლერი (RocknRolla), კანონმორჩილი მოქალაქე (Law Abiding Citizen), გეიმერი (Gamer), შიშველი სიმართლე (The Ugly Truth) და ა.შ
შემდეგი, ასევე უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი გახლავთ ჯეიმს მაკავოი (James McAvoy). პოპულარობა მოიპოვა ფილმებით, როგორიცაა: Wanted, Becoming Jane, Penelope, The Last King of Scotland, Atonement და ა.შ. მას ხშირად ჯერარდ ბატლერსაც ამსგავსებენ. ჩემი აზრით, მათში მართლაც არის რაღაც საერთო
ოლგა კურილენკო (Olga Kurylenko) – უკრაინელი ქალბატონი, რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი გახდა ფილმებით: ჰიტმენი (Hitman), მაქს პეინი (Max Payne), ჯეიმს ბონდი (Quantum of Solace)..
http://meloholica.wordpress.com/