ღამის შოუVS ჩვენი ოფისი

Posted 5:00 PM by Nina in თემები , , ,

ავტორი: nika kobuladze(marx) otar grigolia(chegesto)

საქართველოში იუმორისტულ შოუების ტრადიციას საფუძველი 90 იან წლებში ჩაეყარა როდესაც სატელევიზიო სივრცეში იმ დროს ძალიან პოპულარული პა-სეანსი გამოჩნდა,  სატელევიზიო არტები საკმაოდ საინტერესო და ყოველდღიურ ცხოვრებაზე იყო მაგრამ  მიუხედავად ამ გადაცემის უდიდესი პოპულარობისა  ნამდვილი იუმორისტული  რევოლუცია არა ტელევიზიაში  არამედ საკმაოდ რადიოში, მამაჩემის რადიო ანუ რადიო 105 საქართველოში გრიგალივით შემოვიდა, ის იყო ერთ-ერთი პირველი შოუ სადაც იმდროინდელი ქართული რეალობები მიწასთან იქნა გასწორებული, პირველი შოუ სადაც ახალგაზრობის პრობლემები ფართოდ იქნა გამოტანილი საჯაროდ და ყოველდღიურად ხდებოდა ტაბუდადებული თემებზე შეტევა რაც პოსტკომუნისტური ახალგაზრდობისთვის დიდი ფუფუნება იყო,  დღემდე შემორჩა ჩვენს მეტყველებაში იმ პერიოდში დამკვიდრებული გამონათქვამები თუ სხვადასხვა სკეტჩები.

შემდეგი ეტაპი იყო პოლიტიკური ანიმაცია, დარდუბალა რომელიც ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, ეს იყო შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟი და საკმაოდ დადებითი როლი შეასრულა ამ საქმეში. მაგრამ დარდუბალას დიდი დრო არ ეწერა შევარდნაძის წასვლის შემდეგ ამოიწურა განვითარების საშუალება, ხოლო შემდეგ კი სააკაშვილმა ლაითად რომ ვთქვათ თავიდანვე აღკვეთა მასზე ხუმრობის დაწყების ცდები.

აი უკვე ლამის ორი წელია ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ორი შოუ დამკიდრდა, ერთი იმედზე ხოლო მეორე რუსთავი 2 ზე, აშკარაა დღეს იმედი რეიტინგებით   აშკარად უგებს რეიტინგულ ბრძოლას რუსთავი 2.

პირადად მე დამაინტერესა იმ ფაქტმა თუ რატომ არის ჩვეულებრივ ხალხში იმედის პროექტი ”შუა-ქალაქში” უფრო პოპულარული ვიდრე რუსთავი 2-ის ანალოგიური შოუ ”ჩვენი ოფისი”.

ბანალური მიზეზი რომ იმედს უკეთესი ხუმრობები აქვს ნამდვილად არ გამოდგება არგუმენტად, ჯერ ერთი იმიტომ რომ ორივეგან თანაბარი სიძლიერის ხუმრობებია ხოლო მეორეს მხრივ რუსთავი ორის კრეაციულ გუნდს ხშირად ცალკე აღებული ხუმროებები უკეთესი აქვს ვიდრე კონკურენტებს მაგრამ ”შუა-ქალაქი” აშკარად უფრო რეიტინგულია.

არანაირი საოცრება ამაში არ არის უბრალოდ ”შუა-ქალაქის” მესვეურებმა სწორი გათვლა გააკეთეს,  პროექტის ყურებისას  გგონია რომ თითოეული გმირი ახლობელია, ასეთი მეგობარი გყავს, მეზობელი ან უბრალოდ ახლობელი,  მათი საქციელი  ნაცნობია და არეკლილია  ის რეალობა რომელიც ჩვენს ქალაქში თუ ქვეყანაში ხდება,  ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ოფისში  კი ხედავ შენს ტოლებს რომლებიც თითქოს არა შენს გვერდით ცხოვრობენ არამედ რაღაც სხვა სამყაროში, როგორც ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა თქვა ვერა-ვაკის ქრონიკებიაო, არადა საქმე იმაშია რომ ასეთი ხალხი არც  იქ არსებობენ, შთაბეჭდილება მრჩება რომ შოუს შემქნელებმა არა რეალური პერსონაჟები შექმნეს არამედ თითქოს  ტროცკისტული ახალი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, ოღონდ არა მომავლის  კომუნისტური საზოგადოების შვილებს არამედ ალტერნატიულს კაპიტალისტური საზოგადოებიშ შვილებს, ამიტომაც არის რომ პერსონაჟებს გამოკვეთილი ინდივიდუალისტური თვისებები აქვთ, იქცევიან ისე როგორც უნდა მოიცქნენ კაპიტალისტური საზოგადოების წარმომადგენლები, ერთმანეთს მტრობენ, ცდილობ ჩაძირონ და ასე შემდეგ,  სამუშაო ადგილიც ხომ ასეთია შერჩეული,  ოფისი, მომავლის კაპიტალისტური საქართველოს სიმბოლო.

_

იხილეთ ვრცლად

 

http://geoleft-marx.blogspot.com/



0 comment(s) to... “ღამის შოუVS ჩვენი ოფისი”