დეშ სნოუს „ხელოვნური“ ცხოვრება. MY LIFE IS MY DAILY ART

Posted 6:34 PM by anano in თემები , , ,

http://en.wikipedia.org/wiki/Dash_Snow დეშ სნოუ დაიბადა ნიუ იორკში, 1981 წელს. მისი დიდედა http://www.panacheprivee.com/Web/BeSeen/DiaBeacon08/G3.jpg">ქრისტოფ დე მენილი იყო საქვეყნოდ ცნობილი კოხტაპრუწა ფილანტროპი და არტ-კოლექციონერი. დიდედის დედა დომინიკა დე მენილი ხომ საერთოდ, http://en.wikipedia.org/wiki/Schlumberger">შლუმბერგერების ნავთობის ბიზნესის მემკვიდრე გახლდათ, ასევე კოხტაპრუწა, ასევე არტ-კოლექციონერი. დეშის დედა, ტაია ტურმანი,

http://www.umathurman.org/">გამოიცანით რომელი ჰოლივუდელი მსახიობი ქალის ნახევარდაა . ჰო იმის, დიდი ტერფები რომ აქვს... ასე რომ გვიყვარს მე, ტარანტინოს და ერთი რუსული პოპ-ბენდის წვერებიან ვოკალისტს - ვოვას.

არ ვიცი რა ეშმაკი და უხსენებელი შეუჩნდა დე მენილების ბიჭს, მაგრამ ფაქტია, რომ 13 წლისა, იგი გაიქცა სა(სა)ხლიდან. როცა დაიჭირეს, მშობლებმა ჯორჯიის შტატში გაგზავნეს რთულად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლაში. ამის შემდეგ სნოუ სახლში აღარ დაბრუნებულა, მანჰეტენის დაუნტაუნში დასახლდა და დაარსა გრაფიტის კლანი -IRAK (Rack გრაფიტის სლენგზე ნიშნავს მოპარვას). საერთოდ, სნოუს შემოქმედებითი კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ფოტოკამერა მოიპარა. როგორც თავად ამბობდა, მაგრად ევასებოდა სადღაც მთვრალი რომ მოხვდებოდა, იმ ადგილებისთვის სურათების გადაღება. მეორე დღეს ხომ უნდა გახსენებოდა რატომ აქვს თავი ისეთი გასიებული, რომ ჯემპრის ჩაცმა ფეხებიდან უწევს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ბარბაც-ბარბაცით, მამიკოს და გვარის გარეშე დეში მანჰეტენური ანდერგრაუნდის საკულტო პიროვნებად იქცა. ბებიამისს ალბათ მაინც არ შეუძენდა მისი ნამუშევრები, მაგრამ ამ შურიან კრიტიკოსებს ოღონდ სალაპარაკო მიეცი... „კიდევ ერთი მდიდარი ნარკომანი ბიჭუნა პოლაროიდით“. წადით თქვენი... მე მაინც მიმაჩნია, რომ დეში მანჰეტენური ანდერგრაუნდის ერთ-ერთი უნიჭიერესი არტისტი იყო, რომელიც ერთის, მხრივ ნიუ იორკის დოკუმენტალისტიკურ, http://www.artnet.com/artist/7135/nan-goldin.html">ნენ გოლდინისეულ ტრადიციებს აგრძელებდა და მეორეს მხრივ, იყო მასში რაღაც ჩარლზ ბუკოვსკისაც. როგორც ბუკოვსკი, ისიც „დამარცხებულებისთვის, შეშლილებისთვის და დაწყევლილებისთვის“ მუშაობდა. და როგორც ბუკოვსკი, ისიც მათი განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, რათა მოეთხრო მათზე, ისევ მათთვის. ალბათ ასეთ გულსწრფელობასაც (ან თუნდაც გულწრფელობის სიმულირებას) ნიჭი სჭირდება. სადღაც წავიკითხე ადრე, მოსლოგანო წინადადება: my life is my daily art. მგონი ზუსტად ეს არის თანამედროვე ხელოვნების ფუნდამენტალური პრინციპი. აბა სხვა რა, როდესაც ხელოვნების მიმართულებებს შორის კი არა, უკვე ხელოვნებასა და ცხოვრებას შორისაა ზღვარი წაშლილი. როცა რეალიტი შოუების რეჟიმში ვცხოვრობთ და თუ ადრე შენს არტისტულ რეპრეზენტაციას, საიდანღაც „ხელდასხმა“ სჭირდებოდა, ახლა თავად გაიკეთებ საკუთარ არხს. საკმარისია ინტერნეტში შექმნა შენი სივრცე. „ჩემი ცხოვრება, ჩემი ყოველდღიური არტია“ - ამ სლოგანზე ვის შეუძლია განაცხადოს პრეტენზია, თუ არა დეშ სნოუს „ცხოვრებას ანუ ხელოვნებას“(ან პირიქით). 2000იან წლებში დეშის შემოქმედება ანდერგრაუნდ ჯგუფების გარდა სხვა წრეებმაც სცნეს. მისმა ნამუშევრებმა ბრიტანეთამდეც კი ჩააღწია. საატჩის გალერეაშიც გამოფინეს 2006 წელს მისი ნამუშევარი - „შევეცი პოლიციას“. ეს ნამუშევარი ბოროტ მილიციონერებზე დაწერილი ჰედლაინებისგან შემდგარი კოლაჟია, დეშის სპერმის შხეფებით „მოპირკეთებული“. საერთოდ ბოლო დროს დეში ბევრს მუშაობდა სპერმით :) 2007 წლისთვის მასზე http://nymag.com/arts/art/profiles/26288/">New York magazine-ში წერს არიელ ლევი: „ლეგენდას ისიც უფრო ამდიდრებს, რომ დეშ სნოუს ძალიან ადვილად შეეძლო სხვა ცხოვრებით ეცხოვრა. სხვა ტიპის არტისტი ყოფილიყო. დე მენილები ხომ არტ-სამყაროს სამეფო ოჯახის წარმომადგენელები არიან, დაახლოებით ისევე, როგორც მედიჩები აშშ-ში. (...) მაგრამ მან სხვა რამე არჩია თავისთვის.

იხილეთ ვრცლად...

http://demo.ge/



0 comment(s) to... “დეშ სნოუს „ხელოვნური“ ცხოვრება. MY LIFE IS MY DAILY ART”