Levi’s History
Posted 4:00 PM by anano in თემები LadyPrada, ამბები, ეს საინტერესოა, მოდა, ცხოვრების სტილიავტორი – ladyprada
Levi Strauss & Co. —ჯინსის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კომპანია
1849 წელს კალიფორნიაში დაიწყეს ოქროს მოპოვება. 1853 წელს ლევი სტრაუსს მიჰქონდა გემით დატვირთული საქონელი სან-ფრანცისკოში. მთლიანი საქონლის რაოდენობა იყო ნაყიდი უკვე გემზევე . დარჩენილი იყო მხოლოდ ნაჭერის ერთი სახეობა. ლევი სტრაუსმა შეუკვეთა მეზღვაურებისთვის ამ ნაჭრის შარვალი. შარვლები მომენტალურად იქნა გაყიდული.
ამის შემდეგ 1853 წელს ლევი სტრაუსმა და მისმა ბიძაშვილმა დევიდმა გახსნენს საგალანტერეო მაღაზია სახელწოდებით «Levi Strauss & Co.». სტრაუსი კერავდა შარვლებს ნებისმიერი გამძლე ნაჭრისგან. ის ასაღებდა მზა შარვლებს პატარა ქალაქებში და ოქროსმაძიებლებზე. სტრაუმა საქმიანობის გაფართოვების მიზნით დაიწყო ჯინსის შარვლების კერვა.
1872 წელს ლატვიელმა ემიგრანტმა ჯეიკობ დევისმა ნევადის შატიდან , რომელიც კერავდა ტანსაცმელს და ყიდულობდა სტრაუსის მაღაზიაში საჭირო ძაფებს, ნემსებს, ფოლაქებს დაამაგრა თავისი კლიენტის შარვლის ჯიბეზე რკინის სამაგრები. ეს რკინის სამაგრებიანი შარვლები მოეწონათ კლიენტებს და დევისმა გადაწყვიტა დაეპატენტებინა ეს იდეა. 68$ რომელიც სჭირდებოდა ამ საქმისთვის მას არ გააჩნდა ,ამიტომაც მიმართა თავის პარტნიორს ლევი სტრაუსს.
1873 წელს სტრაუსმა და დევისმა მიიღეს პატენტი რკინის სამაგრების დამაგრებაზე ტანსაცმელზე. ამ პერიოდშივე გაიხსნა ამ ერთობლივი ნაშრომის ფაბრიკა სან-ფრანცისკოში.
სტრაუსი გარდაიცვალა 26 სექტემბერს 1902 წლისა. კომპანია Levi Strauss & Co. გადაეცა ანდერძით მის ბიძაშვილებს.
http://ladyprada.wordpress.com/