Chome Extensions – პირველი შთაბეჭდილებები და ჩემი 3 ფავორიტი add-on სოც. ქსელების მოყვარულთათვის
Posted 3:00 PM by Nina in თემები ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ტექნოლოგია, უსათაურო ბლოგიავტორი: A_I on
დიდი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ამუშავდა Google-ს ბრაუზერის Chrome-ს გაფართოებების (Extensions) პლატფორმა. ამას საკმაოდ ბევრი ელოდა და საკმაოდ ბევრი მომხმარებლისთვის ეს ბრაუზერის ერთერთი უმთავრესი მინუსი იყო.
უნდა ითქვას რომ გაფართოებების კოლექცია უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია. Firefox-ის მომხმარებლის თვალს აშკარად აკლია რამოდენიმე კარგი გაფართოება, მაგალითად მოსახერხებელი ad-blocker ანდ პაროლების მენეჯერი. ასევე ზოგი გაფართოება აშკარად საჭიროებს “გაპრიალებას”, როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციონალურად . თუმცა ეს დროის საკითხია.
Firefox-თან შედარებით Chrome-ს აქვს ერთი დიდი უპირატესობა – ყოველი დაინსტალირებული გაფართოება დაუყონებლივ შედის ძალაში და ბრაუზერის გადატვირთვას არ საჭიროებს, რაც ძალიან მოსახერხებელია მაშინ როდესაც ბევრი გაფართოების მოსინჯვა გინდათ. ჩემი დაკვირვებებით ასევე Firefox-გან განსხვავებით ქრომი დაინსტალირებული გაფართოებების მატებასთან ერთად არ ნელდება და ისეთივე სწრაფი რჩება.
ახლა კი ჩემი 3 ფავორიტი add-on რომელიც სოც.ქსელებთან ბრაუზერის მეშვეობით ურთიერთობას საისამოვნოს და მოხერხებულს ხდის.
1. Facebook – ეს გაფართოება ჯერ კიდევ დასამუშავებელია ვიზუალურად, თუმცა თავის ფუნქციას მშვენივრად ასრულებს. ის მოსახერხებელს ხდის Feed, Wall და Notifications-ს კონტროლს, თავად Facebook-ის ვებ-გვერდის ვიზიტის გარეშე.
http://usatauro.wordpress.com/