შობის გენერალური რეპეტიცია

Posted 5:05 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი - Lord Vader

 

6 დეკემბერი, გრეგორიანული კალენდრით (ჩვენ რომ ახალ სტილს ვეძახით) – ნიკოლოზობა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შობის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა.

ტრადიციის მიხედვით, 5-დან 6-ისკენ გვიან ღამით ბავშვებს წმინდა ნიკოლოზი ესტუმრება ხოლმე და პატარ-პატარა საჩუქრები მიაქვს… მართალია, ეს ის საჩუქრები არაა, მთელი წელი რომ ოცნებობენ და საშობაოდ თხოვენ სანთას, მაგრამ ბავშვები კარის ზღურბლზე, ფანჯარასან, ბუხართან ან, უბრალოდ, სასთუმალთან მაინც გამოაწყობენ ხოლმე ჩექმებს ან  წინდებს ჩამოკიდებენ, რათა წმინდა ნიკოლოზმა იქ კამფეტები ჩაყაროს.

ეს ტრადიცია სათავეს მე-10 საუკუნის გერმანიიდან იღებს, სადაც 6 დეკემბერს კელნის ტაძარში სამრევლო სკოლის მოწაფეებს და წირვაზე მისულ ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.

მოგვიანებით კელნის ტაძრის მსახურთ გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ეკლესიებშიც მიბაძეს. დღეს კი ეს ტრადიცია, როგორც შობის შემთხვევაშიც მოხდა, წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს გაცდა.

ნიკოლოზობის ღამეს ტკბილეულს მხოლოდ კარგი და დამჯერი ბავშვები იღებენ, ურჩ და უზრდელ ბავშვებს კი წინდებში დილით მხოლოდ ხის ტოტები ან ნახშირი ხვდებათ. ეს საფეხბურთო ყვითელი ბარათის მსგავსია :) – ამით წმინდა ნიკოლოზი ონავრებს ეუბნება: “კარგად ვიცი, რომ შენ მთელი წელი ცუდად იქცეოდი, ვერაფერს გამომაპარებო…” მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ძალიან კეთილია – თუ ბავშვი ამ გაფრთხილებას ყურად იღებს და შობამდე დარჩენილ დღეებში კარგად მოიქცევა, სანთა მას უსაჩუქროდ მაინც არ დატოვებს.

იხილეთ ვრცლად...

http://lifestylebox.wordpress.com/



0 comment(s) to... “შობის გენერალური რეპეტიცია”