ავტორი: ლევან ჯგერენაია
პოპულარულმა მუსიკამ ადამიანის ცხოვრებაში გაჩენისთანავე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა და დღეს,ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
პოპულარულ მუსიკას გააჩნია განვითარების საკუთარი, თვითმყოფადი ისტორია, რომლის საწყისები XX საუკუნის წარმატებულ ხელოვნებაში – ჯაზში მოიპოვება.
პოპულარულ მუსიკას,ევროპაში ბევრად ძირძველი ფესვები აქვს,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ მასზე ამერიკულმა მუსიკალურმა ხელოვნებამ დიდი ზეგავლენა იქონია.
ჯაზზს საფუძვლად უდევს მძლავრი ემოციური ბირთვი, რომლის ახსნა მეტყველების საშუალებებით შეუძლებელია.
თუ გავიხსენებთ მსოფლიო ისტორიას,ვნახავთ, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე ყველა პლანტაციაზე ზანგი მონები მუშაობდნენ,აქედან გამომდინარე გასაგებია ის ფაქტიც, რომ ჯაზს ღრმა აფრიკული ფესვები გააჩნია. პირველყოვლისა ეს ეხება რ ი ტ მ ს, ვინაიდან რიტმი ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია.
აფრიკელი ზანგების ტომებში,უძველესი დროიდან არსებობდა სხვადასხვა ზომების დოლებისგან შემდგარი ორკესტრები. დიდი ზომის დოლებს “მამა” ეწოდებათ, ხოლო პატარა ზომის დოლებს – “დედა”.
ორკესტრის შესრულება აიგებოდა როგორც ი მ პ რ ო ვ ი ზ ა ც ი ა გარკვეულ რიტმულ თემაზე, ამ თემას კი სთავაზობდა სოლისტი, რომელმაც წინაპრებისგან იცოდა ამა თუ იმ რიტუალისათვის საჭირო რიტმული მონახაზები. ორკესტრის წევრთა იმპროვიზირების დროს ძირითად რიტმთან ერთად ჟღერდა მრავალი დამხმარე რიტმული ნახატი და მათი ერთდროული შეხამების შედეგად ე.წ. პ ო ლ ი რ ი ტ მ ი ა იქმნებოდა.
ვოკალურ, სასიმღერო ფორმებს უმეტეს შემთხვევაში ე.წ. რესპონსორული პრინციპი უდევს საფუძვლად.
ხმის ჟღერადობის არაზუსტი, უხეში ტემბრისკენ მისწრაფება. შემდგომში ჯაზის მუსიკოსებმა ასეთ “ჭუჭყიან” ბგერებს “Dirty Tone”” უწოდეს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ში მონობის ხანა დამთავრდა>>>
http://levo-jgerenaia.blogspot.com/