იავნანამ რა ქნა(პაუზა) ბრატ?

Posted 8:00 PM by Nina in თემები

aryisa

ავტორი:მიშა ბახსოლიანი

6.11.2009
ძვირფასო ნოშრევან.
(სალამი, კოცნა, ბეჭზე ხელის ტყაპუნი)
როგორც ყოველ შაბათს, მსურს ერთი პატრა ამბავი მოგწერო.
(იმედია ამ მაილს მალე შეამოწმებ და პასუხსაც მალევე მივიღებ)

იმ დილით უჩვეულოდ ადრე ავდექი.ჯერ სამიც არ იყო. რაღაც ტექსტი მქონდა ასკარეფი და სასწრაფოდ გასაგზავნი, მაგრამ  ჩამოვდგი თუ არა ლოგინიდან ფეხები, ვიგრძენი რომ მაგრად მშიოდა და კომპიუტერის ნაცვლად მაცივრისკენ გავვარდი.  იასნა შიგნით არაფერი დამხვდა. ჩემი ამბავი ხომ  იცი, რაც მარი წავიდა, მარტო ვცხოვრობ და რაღაც ვერ დავლაგდი ჯერ. აქამდე ყველაფერს ეგ ყიდულობდა, დაჟე ლუდსაც კი, ფეხბურთის ყურების დროს მაღიაზიაში რომ არ გამეგზავნა და რამე...მოკლედ  გამიტყდა , აქეთ ვეცი, იქით ვეცი და ბოლოს ორი კარტოფილი, ცოტა ხახვი,პურის ნამტვრევები და რაღაც ვადაგასული ზეთი ვიპოვე. მაშინვე  ერთად შევწვი და ჩემდა ჭირად სამზარეულოშივე ჩავუჯექი, თან ტელევიზორი ჩავრთე და რომელიღაც არხის ყურება დავიწყე, უფრო სწორედ მოსმენა, ყურებით ძირითადად თეფშს ვუყურებდი. ისე საკაიფო კიშკი გამოვიდა, ცოტა ყველიც რომ მქონოდა ვაფშე მაგარი იქნებოდა. ხოდა ტელევიზორში რაღაც დამთავრდა თუ შეწყდა და გაიჩითა რეკლამა, დიდი რაგბი მხოლოდ დღეს, მხოლოდ ჩვენთან, ტოესტ არგენტინასთან. ვიღაც ბოხხმიანი მასტი ბაზრობდა უეჭველი მოვიგებთო და მეც ეგრევე  მომინდა. არა რაგბი დიდად არ მევასება, პროსტა ვიფიქრე ამათ ჩვენ ფეხბურთში კაი ხანი ვერ მოვუგებთ და ესენი კიდევ მაგარი ჯიგრები ჩანან, წავალ ერთი ნაცემ არგენტინელებზე მაინც ვიკაიფებთქო. ხოდა დავიკიდე ეს ტექსტი, გავვარდი გარეთ, ცოტა ლუდი ავიკიდე და დავქოქე.ხო ახლობლის მანქანა მყავს. მწვანე გოლფი, ისეთი ჯართია ერთ კარს რომ ვხურავ, სამი თავისით იხსნება, მაგრამ ჩემი იმ ავარიაში ისე დაიკეპა, საჯარიმოს ფულს ძლივს ეყო და ისევ ამით დავჩანჩალებ. სამაგიეროდ ნომრები აქვს მაგარი დერსკი , რაღაც სამინისტროს თუ საბაჟოს. თავზე თუ არ გადავიჯვი არავინ მაჩერებს. ხოდა მივედი სტადიონთან,მანქანა შესასვლელთან დავტოვე, მერე ბილეთები ვიყიდე და სანამ ტრიბუნაზე ჩემს ადგილამდე მივედი, თამაშიც დაიწყო. მაგრად ვიომეთ და დასტოინად მოვიგეთ. თან კაკ ვსიგდა ცოტანი ვიყავით, ერთი კაცი გაგვიგდეს თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ არ გვეტყობოდა, ერთი ბოლო წუთებზე რაღაც ტრუხა ლელო დაგვიდეს და ეგ იყო. სანამ ხალხი აიშლებოდა გარეთ გამოვედი და ბაც. სადაა მანქანა. გავიხედ გამოვიხედე და არ ჩანს. ჯერ ვიფიქრე ალბათ რამე ეწყინა, წავიდა ან მემალება ან გულაობს სადმე, მაგრამ მერე დავფიქრდი და მოვწვი რომ მაგის ტრაკი არ აქვს. თან ხო გეუბნები ისეთია ვინმეს მოპარვა კი არა შიგნით ჩაჯდომაც არ მოუნდება, ვდრუგ ვხედავ მოდის სტაიანშიკი და ზღაპრებში რომ სტრანი თეთრწვერა ბებოები ჩითავენ, ეგეთი სიფათით მეკითხება
-რა გაგჭირვებიაო,-მერე პაუზას აკეთებს და ამატებს-შე ჩემის თვრამეტკალიბრიანოო.
და მეც ვპასუხობ, ვუყვები და ვუყვები.
ხოდა გაიცინა  იმ ბაბუმ და მითხრა ეგ მოპარული არ არის,უეჭველი ,,სითი პარკის" საჯარიმო მანქანამ წაიყვანა, ძალიან ცუდ ადგილზე გეყენა, მანდ არგენტინელების ავტობუსმა უნდა გამოიაროისო.
თან დაამატა. აჭარასთან წადი უეჭველი,უბედურ მანქანებს იქ მიათრევენო.

დავუჯერე მეც. რაღაც ავტობუს შევახტი, რვაგან ეწერა აჭარა და გავყევი. როდის როდის მივიდა. იქ ცოტა ხანს ვიფიქრე , მერე რაღაც ტყუილები თავში დავალაგე, ზომიერად აღელვებული სახით ვიღაც მასტთან მივარდი და ავყვირდი
-ვინაა აქ უფროსი.
ის დობრად მიყურებს.
გავუმეორე,
-ვინაა აქ უფროსი ბიჭო
ის ისევ დობრად მიყურებს და მერე უცბად თითს იშვერს და ამბობს
-აი ის.
ვიყურები იქით და ვხვედავ იმ ფოთლიან მასტს. მომწევანოს, მაღალს, დაკუნთულს.
ამასხა…

იხილეთ ვრცლად



0 comment(s) to... “იავნანამ რა ქნა(პაუზა) ბრატ?”