სექსუალური რევოლუცია და შორენას ღამეები

Posted 6:27 PM by anano in თემები , , ,

  

ავტორი – Sweety

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, მაგრამ მე Youtube-ზე ვნახე შორენას გადაცემა და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა!

ჩემი სიმპათიის ცოტაოდენი მიზეზები:

პირველ რიგში, წამყვანი ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალია. მომაჯადოვებელი ღიმილით. რითაც გარანტირებული აქვს უამრავი მამრობითი სქესის მაყურებლის გულის მოგება.

ის ასევე ძალიან კარგად მეტყველებს. არ აქვს არცერთი ლაფსუსი დიქციაში, არც სიტყვები ეშლება, არც ხელებს იქნევს უაზროდ. თავი კარგად უჭირავს. მოძრაობები ისეთი, როგორიც გადაცემას შეეფერება. (გაგეცინებათ და თითქმის არისტოკრატულიც!)

თემა კარგად არის დამუშავებული. მართალია, პირველ გადაცემას ეს დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ მომავალში შეეტყობა. საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ.

შორენა კარგი მსახიობია და ამ ტექსტს ისე ამბობს, როგორც საჭიროა. განსხვავებით სხვა “ნანკების, ნინკების და ნანუკების” მარაზმი შოუებისგან.

(ისე ნანკას შოუ არ მაქვს ნანახი და თავს ვერ დავდებ, უბრალოდ წინადადებას მოუხდა)

მოწვეული სტუმრების იდეაც მომწონს. განსაკუთრებით სექსოლოგის / ფსიქოლოგის.

ნუ  Opinion-ლიდერების მოწვევაც (სწიოპას და კახა ცისკარიძე) იდეაში კარგია, მაგრამ ცოტა სხვა “ლიდერები” უნდა შეერჩიათ მე მგონი.

ვიმედოვნებ, რომ ამ გადაცემას მაყურებლისთვის მართლა გარკვეული საგანმანათლებლო დატვირთვა ექნება.

(თორემ ფანტაზიის გასაღვიძებელი რომ ნამდვილად აქვს, ეგ მეორე დღესვე გამოჩნდა ფორუმზე და სოც. ქსელებში წამოჭრილი თემებით :D )

ერთადერთი პრობლემა მაქვს, მთელი გადაცემა სულ 7 წუთი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში ეს ის არის რაც Youtube-ზე ვნახე. იმედია ტელევიზორში ამაზე გრძელი გადის.

 

იხილეთ ვრცლად...

http://sweet.ge/



0 comment(s) to... “სექსუალური რევოლუცია და შორენას ღამეები”