ავტორი – TaTia
ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სიმართლე გითხრათ ჩემთვის თითქმის უკვე მოვიდა ახალი წელი. სკოლაში თვითნებური არდადეგები გამოვაცხადეთ და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ..
დღევანდელი ამინდი თოვლს არ გვპირდება და ისევ საკუთარ ფანტაზიისა და ფილმების იმედად დაგვტოვა ბუნებამ (მგონი)
ფანტაზია, რა თქმა უნდა ყველას განსხვავებული გვაქვს, საახალწლო ფილმების საყვარელ ხუთეულში კი ალბათ ყველას გვეყოლება “მარტო სახლში”, “გრინჩი” და ა. შ… ნუ თუ ამაშიც არ ემთხვევა ჩვენი გემოვნება არც ეგ არის დიდი პრობლემა. მთავარი ისაა, რომ მე მინდა გაგაცნოთ საუკეთესო საახალწლო ფილმების ხუთეული და იქიდან თქვენ გადაწყვიტეთ რა იმსახურებს “საუკეთესოობას” და რა არა..
I ადგილი
ბევრისთვის ნაცნობი “ეს მშვენიერი ცხოვრება” (It's a Wonderful Life)
რეჯისორი: ფრენკ კაპრა
აი სათაური, ნამდვილად საახალწლოა (ოპტიმისტური), შინაარს კი რაც შეეხება, მე თუ გითხარით საყურებელი რაღა იქნება. ერთს კი ვიტყვი, ძალიან ბევრი სითბოა ამ ფილმში და თუ წინა საახალწლოდ ცოტა “შეგცივდებათ” უებარი წამალია : )