თინა კანდელაკი: „მეძავს ან ჰომოსექსუალისტი ან იმპოტენტი“ თუ მიწოდებს
Posted 1:30 PM by Nina in თემები Alexander, Tbilisi Gay Life, მედია, რუსეთი, ქალიავტორი: Alexander
რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა, რომლის სატელევიზიო კარეირა 90–იან წლებში თბილისში მეორე არხიდან დაიწყო, გადაწყვიტა უკმეხად გამოხმაურებოდა ცნობილ ინტერვიუს, რომელიც georgiatimes.info–მ გამოაქვეყნა, და რომელიც სინამდვილეში ლევან რამიშვილს ამ გამოცემისთვის არ მიუცია. საქმე იმაში გახლავთ, რომ არსებობს ასეთი ინტერნეტგამოცემა georgiatimes.info, რომელიც სიტყვათა წყობით მალხაზ გულაშვილის georgian times–ს ჰგავს, მაგრამ ცალკე გამოცემაა და რამდენად აქვს კავშირი ამ ორ გამოცემას ერთნამეთთან, ვერ გეტყვით, რადგან georgiatimes.info–ს საიტზე არც ავტორები, არც შემქმნელები და საერთოდ არანაირი კოორდინატები მითითებული არ არის.
და აი ამ გამოცემამ 7 დეკემბერს გამოაქვეყნა „ინტერვიუ“ ლევან რამიშვილთან, რომელსაც სინამდვილეში ლევან რამიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან რამიშვილმა უკვე რამდენჯერმე განმარტა, რომ საერთოდ არავისთვის მიუცია ინტერვიუ, და მით უმეტეს არანაირი georgiatimes.info–სთვის. ისე საინტერესოა, ამ უჩინმაჩინი სამენოვანი ანტიქართული საიტის უჩინარმა ჟურნალისტებმა როგორ მოახერხეს რამიშვილისგან ინტერსიუს აღება. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს საიტი და მასზე გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატიაც სრულიად ანტიქართულია და მიმართულია რაც შეიძლება მეტი სიბინძურის შექმნასა და ზიანის მოტანაზე ქართულ საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის
ამ ვითომ „ინტერვიუში“ ვითომ „რამიშვილი“ აცხადებს, რომ თინა კანდელაკმა თავისი კარიერა მეძავობით აიწყო. „თინა კანდელაკი მეძავია. სხვა სიტყვას ის არ იმსახურებს“. როგორც ეტყობა ამ საიტის მესვეურები ეცადნენ უკვე ამ არარსებულ ინტერვიუზე უკვე პასუხები მიეღოთ იმ ადამიანებისგან, ძირითადად რუსეთში მოღვაწე ხელოვნების სფეროს ქართული წარმომადგენლებისგან, რომლებიც „ინტერვიუში“ საქართველოს მოღალატეებად არიან გამოცხადებულნი.