ბატონი პუტინი მარადიულია?
Posted 12:00 PM by Nina in თემები foreignpress.ge, ამბები, პოლიტიკა, რუსეთიForeignPress.ge
უკვე დიდი ხანია, რაც ცხადი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი – რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი – უმაღლეს ხელისუფლებას მონატრებული იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი მაინც შოკირებული დარჩა, როდესაც ხუთშაბათს, მან საჯაროდ განაცხადა, რომ შეიძლება კვლავ მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როდესაც ტელეკონფერენციის დროს ბატონ პუტინს ბევრი სხვა საკითხის გარდა, ამის შესახებაც ჰკითხეს, მან ოსტატურად, მოკრძალებულად განაცხადა: ”მოვიფიქრებ”. ასეთი იყო მისი პასუხი კითხვაზე: მიიღებს თუ არა იგი მონაწილობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მოგვიანებით, როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ სურს მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურის შემდეგ დასვენება, მან უპასუხა: ”ვერ ეღირსებით”.
თუმცა, 2012 წლამდე, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. პოლიტიკოსები გეგმებს ხშირად ცვლიან ხოლმე. ბატონმა პუტინმა შეიძლება პრემიერად დარჩენა გადაწყვიტოს, და არჩევნებში თავისი ხელქვეითი – მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედევდევი გაუშვას. ისიც ფაქტია, რომ იგი, აშკარად მიზანმიმართულად უწყობს ხელს მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა საკუთარი გავლენა გააფართოვოს, ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა ეკონომიკური რეფორმები ან დემოგრაფიული კრიზისი, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა, ყურადღება გადაიტანოს…