10 ყველაზე “რატომ გადაიღეს საერთოდ” რეკლამა საქართველოში

Posted 1:00 PM by Nina in თემები , , ,

ავტორი: Mchxapneli

5689a753a90c

1. “ფაღარათის სამკურნალო წამლის რეკლამა” –  ალბათ ყველას გახსოვთ, სულით ხორცამდე ტანჯული მამა, უკიდურესად სევდიანი დედა და ამნაირი მშობლების ხელში, შედარებით ნორმალური ბავშვები. თუმცა, თუ თქვენმა კუჭმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარ დაბადების დღეს შეხვდეთ იქ, სადაც “ჯერ არს”, წამლის სახელს, სავარაუდოდ, ვეღარ გაიხსენებთ.   
     მეტად საინტერესოა ისიც, თუ რაში ჭირდება საპირფარეშოს ჭუჭრუტანა უნიტაზის წინ და როგორ შეიძლება ამ პატარა ხვრელიდან, ჭინთვებისგან გატანჯულმა ადამიანმა ამდენ სანთელს, სიცოცხლე ერთი შებერვით მოუსწრაფოს   

    2. წამლები – თუკი  ”ბრილიანტებით” დამძიმებულ თემას განვაგრძობთ, დასაწყისშივე გადავაწყდებით ერთ სუპერ–სარეკლამო ფრაზას: “ეძებთ თავის ტკივილის საშუალებას?” (მიზნობრივი სეგმენტი – ალბათ მაზოხისტები); აღსანიშნავია, ანიმაციური რეკლამაც, სადაც ორი კაცი ხვდება ერთმანეთს და ერთი მეორეს პირში, კერძოდ კი ხახაში ახველებს, აცემინებს, აფურთხებს და ყველაფერს უშვრება იმის გარდა, რაც თქვენმა უმეტესობამ ახლახანს გაიფიქრა;  ნახველის თემას თუ განვავრცობთ, სავარაუდოდ, გაგვახსენდება მწვანე, ქონიანი და ჯიბლიბოიანი არსების სოლო–გამოსვლა “მე ვარ ბლანტი ნახველი, ბევრი რამის მნახველი…”; მეტად ღრმააზროვანია ის რეკლამაც, “დაკვირვებული” და ცნობისმიყვარე ბავშვი მამას რომ ეკითხება “რატომ აღარ ახველებო?” , მამა კი თაფლისა და გამხმარი პურის მაგალითზე ფილოსოფიურად უხსნის, თუ როგორ ფხაჭნის ხველა ყელს.       

    3.  “ლიკანი” – აზრისაგან მოშორებით დგას ”ლიკანის” ახალი რეკლამა, ვიღაც ტიპებს კამერებით თავზე რომ დაადგებიან და თან, რომ ვერ ვხვდებით კამერაში კამერის გამოჩენა რა შუაშია.  შეკითხვაზე თუ “რატომ სვამენ ლიკანს”, ერთი გამყიდველი პასუხობს, რომ “მისი კლიენტები ყოველთვის ლიკანს ყიდულობენ”, ხოლო “მისი კლიენტების” მიზეზი კი “ბოთლის ლამაზი დიზაინია”

იხილეთ ვრცლად

http://doin.ge/



0 comment(s) to... “10 ყველაზე “რატომ გადაიღეს საერთოდ” რეკლამა საქართველოში”