ავტორი: mr.picasso
საქართველოში ახალი მედია ჯერ ჩანასახოვან ეტაპზეა. ამ ყველაფერს დახვეწა და განვითარება სჭირდება. ამისთვის პირველ რიგში ინფორმაციის მიტანაა საჭირო ადრესატამდე, მკითხველამდე .თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. მიმაჩნია რომ საქართველოში ინტერნეტის სწორად გამოყენების კულტურა არ არსებობს. ჩვენ არ ვცდილობთ ინფორმაცია მოვიძიოთ ან გავცეთ კომპიუტერის საშუალებით არამედ მას მხოლოდ გასართობ მოწყობილობად აღვიქვამთ . არადა ის ამ მიმართულებით ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელევიზიის როლი ინფორმაციის მიღებისთვის მეტწილად კომპიუტერმა და ახალი მედიის საიტებმა ჩაანაცვლეს.
საქართველოც მართალია ნელი ნაბიჯებით თუმცა თანდათან ამ გზით მიდის. მრავალი ქართველი ბლოგერი ეხლა იკიდებს ფეხს ისინი დღითი დღე ბევრად უფრო წაკითხვადნი ხდებიან .თანდათან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აქტუალური ხდება…
http://gochagabodze.blogspot.com/