ინტერნეტ-მეკობრის ჩანაწერები – 2
Posted 2:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, გართობა, ინტერნეტი, კინო, მალხაზ ხარბედიაავტორი მალხაზ ხარბედია
“დაკარგული სიმბოლო”, დენ ბრაუნი (2009)
ამჯერად უფრო მასობრივ ლიტერატურას შევეხები, რომანს, რომელიც ორი თვის წინ გამოჩნდა დახლებზე და უკვე გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ეგ კი არა, ჰოლივუდმა ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა (ისევ რონ ჰაუარდი?) და us.imdb.com-ზე წინასწარი ინფორმაციაც დააგდეს. არა მგონია, ეს პროექტი 2011–2012 წლამდე განხორციელდეს, ამიტომ ჯობს ლიტერატურულ პირველწყაროს დავუბრუნდეთ, და მის ავტორს.
“და ვინჩის კოდი” 4-5 წლის წინ წავიკითხე, კომპიუტერის ეკრანზე. წიგნი ერთ-ერთ ონლაინ-ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უფასოდ და პირატულად. იმ პერიოდშივე გავიგე, რომ დენ ბრაუნს “და ვინჩის კოდამდე” კიდევ ერთი რომანი ჰქონდა დაწერილი: “ანგელოზები და დემონები”. სადღაც წელიწადნახევარში ეს რომანიც ჩავიგდე ხელში, ამჯერად წიგნის მაღაზიიდან ვითხოვე 2-3 დღით და 5-6 დღის მერე უკან დავაბრუნე, ცოტათი შელახული. მოკლედ რომ ვთქვა, ორივე რომანის კითხვისას ძალიან გავერთე, ისე, რომ ამ გართობაში ფულიც არ გადამიხდია.
მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს ბოლო წიგნიც უფასოდ ვიშოვე6: “დაკარგულ სიმბოლოს” გამოსვლიდან მეორე დღესვე გადავეყარე რომელიღაც ბლოგზე და მაშინვე ჩამოვტვირთე. არც შევმცდარვარ…