From Marketeer
დეკადა – ეს 10 წელს ნიშნავს, ალბათ შეამჩნიეთ რომ დამთავრდა 21-ე საუკუნის პირველი დეკადა და წინ მოულოდნელობით აღსავსე, მეორე დეკადა გველოდება. რით არის ვითომ მნიშვნელოვანი ეს ამბავი? საქმე იმაშია რომ კაცობრიობა ნელ-ნელა გადადის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეპოქიდან, ახალ – ენერგეტიკულ ეპოქაში.
რას ნიშნავს თავად ეპოქა? წლების მანძილზე, კაცობრიობამ სხვადასხვა ეპოქალური ეტაპები გაიარა, მაგალითად (ძალიან შორს, რომ არ წავიდეთ) ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ამ პერიოდში მოხდა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა, უამრავი ახალი პროდუქტის გამოგონება, კონვეირული სისტემის დანერგვა, ძრავის გამოგონება და ა.შ. ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა რომ ადრე იშვიათი თუ ძვირფასი პროდუქცია, ხელმისაწვდომი გახდა საშუალო ფენის მომხმარებლისთვისაც.
ინდუსტრიალიზაციას მალევე მოყვა თან კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეპოქა, ეს იყო ტელეგრაფი, ტელეფონი, პეიჯერები, მობილური ტელეფონი, რადიო, რაციები, ტელევიზიები, ალბათ ეპოქალური გარღვევა იყო ინტერნეტი, შემდგომ კი ვირტუალური სერვისები, ახალი კომუნიკაციის საშუალებები, ელ.ფოსტა, ტვიტერი, ფეისბუქი, მყისიერი შეტყობინების სერვისები ე.წ. მესენჯერები, ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტ ტელეფონი, უამრავი გაზეთი გადავიდა ვირტუალურ გამოცემებზე და ა.შ.
რას ნიშნავს ეპოქალური გადასვლა და რაში ჭირდება ამის ცოდნა მარკეტოლოგს?
მახასიათებლები:
პირველ რიგში – ეს არის ფულადი მასის, ანუ ინვესტიციების მიმართულების ცვლილება, ცოტა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუკი ადრე ფულის “ჩადებას” ინვესტორები ამჯობინებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში, ახლა ურჩევნიათ ვირტუალურ სერვისებში ჩადონ, რაც იმას ნიშნავს რომ შესაბამისი სექტორის კომპანიები ყველაზე გავლენიანი და მდიდრები გახდებიან, მაგალითად სრულიად ვირტუალურმა პროდუქციამ Windows მა – Microsoft ს, ხოლო ძიების მექანიზმა Google – ს ლამის მსოფლიო ძალაუფლება მოუტანა და ეს კომპანიები დღეს რეალური, “ხელშესახები” პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას უსწრებენ.
მეორე – კომუნიკაციის საშუალებების, საერთო ბიზნეს გარემოსთან ცვილელბასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის ფასეულობები და მასთან “მისასვლელი გზები”, ის რაც ადრე ზე-ეფექტური იყო, ახლა უკვე აღარანაირ გავლენას აღარ ახდენს მომხმარებელზე, სწორედ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტოლოგისთვის რომელიც ეპოქალური ცვლილების ზღვარზე მოღვაწეობს – არ გაუშვას მომენტი და დროულად აუწყოს ფეხი ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, მაგალითად: თუკი ადრე ბილბორდებზე და ტელევიზიაში რეკლამა საკმარისზე მეტი იყო, ახლა კომპანიების მარკეტინგული დეპარტამენტები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ სოციალურ მედიაში, შექმნან გვერდები ფეისბუქში, ატვირთონ ვიდეოები იუთუბზე, აწარმოონ კომპანიის შესახებ დღიური საკუთარ საიტზე და ა.შ. და ა.შ.
მესამე – პროგრესი, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები, ფულადი მასით უზრუნველყოფის გამო, სწორედ მიმდინარე სფეროს ეპოქაში ხდება. მაგალითისთვის კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და უსადენო ინტერნეტიც კმარა.
რას უნდა ველოდოთ და მიმდინარე ტრენდები:
საერთო გამწვანება ანუ Going Green…
მოძრაობა, რომელიც პრინციპში 70 იან წლებში დაიწყო, სულ უფრო იკიდებს ფეხს, საუბარია ე.წ. “გამწვანებაზე” რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ისეთი პროდუქცია რომელიც მიწაში იხსნება, ანუ უარი თქვას პლასტმასის შეფუთვაზე და/ან მომხმარებაზე, ცდილობს მავნე გამონაბოლქვის შემცირებას გარემოში, შესაბამისი რეგულირების მიღებით, ან გარკვეული მასალების შეზღუდვით, მოკლედ რომ ვთქვათ – ცდილობს მაქსიმალურად ეკოლოგიური გახდეს, მონაწილეობს შესაბამის ბუნების დასუფთავების თუ გადარჩენის აქციებში ან თავად აწყობს ასეთ აქციებს და ა.შ.
ეკოლოგია – სწორედ ეს იქნება მომავალი წლების მთავარი ლოკომოტივი, თქვენ კი მის ვაგონზე აუცილებლად უნდა აღმოჩნდეთ!
ცხადია, ზოგიერთი “გასამწვანებელი” ღონისძიება ხარჯების ზრდას იწვევს, ზოგი კი უფასოა, მაგრამ თუკი მომხმარებლის მოხიბვლა და მიზიდვა გსურთ, ეს აუცილებელი გახდება PR ისთვის მომავალში! “გამწვანებით” შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ასევე მომხმარებლის კეთილგანწყობა თქვენი ბრენდის მიმართ, ანუ Goodwill ი.
“გამწვანების” კამპანიას, უკვე ბევრმა, დიდმა ინდუსტრიამ აუწყო ფეხი, ავტომობილის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ შემდეგი დეკადის განმავლობაში მათი ყველა(!) მოდელი იმოძრავებს ელ.ძრავაზე, უფრო მეტიც, ინტერნეტში შეეხვდებით ე.წ. “გამწვანებულ” ჰოსტინგ პროვაიდერებსაც კი.
სერიოზული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურ ნაწარმსაც, ანუ არა-გენმოდიფიცირებულ საკვებს, ეს სფერო უსწრაფესად იზრდება, Wallmart მა, ცნობილმა სუპერმარკეტების გრანდიოზულმა ქსელმა, თავის მაღაზიებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ცალკე სექციები გამოუყო. სწორი მარკეტინგის პირობებში საქართველოს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ამ ბაზარზე
ახალი ეპოქა – ალტერნატიული ენერგეტიკა
ესპანეთის უდიდესი სადგური
ცხადია, თავად “გამწვანების” იდეა, გარდა მავნე აირების გამოყოფისა და საერთო ბუნებრივი რესურსების დაცვისა, კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს – ალტერნატიულ ენერგიასაც მოიცავს – ენერგიას რომელიც ბუნებისთვის უსაფრთხოა.>>>