2010 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
Posted 7:40 PM by anano in თემები Mysterious zodiac, zodiaqo, ეს საინტერესოა
from Mysterious zodiac
(აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით)
ვირთხა (თაგვი)
• 24.01.1936 - 10.02.1937
• 10.02.1948 - 28.01.1949
• 28.01.1960 - 14.02.1961
• 15.02.1972 - 02.02.1973
• 02.02.1984 - 19.02.1985
• 19.021996 - 07.07.1997
თქვენთვის ვეფხვის წელიწადი მეტ-ნაკლებად პოზიტიური იქნება. უნდა ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. რისკი და ავანტიურები გიყვართ, თამაში და თავგადასავლების ძიება თქვენი სტიქიაა, მაგრამ თუ 2010 წელს ზღვარს გადახვალთ, შესაძლოა, სტრესულ სიტუაციებსა და კრიზისებს თავიდან ვერ აიცილებთ. თუმცა თუ თქვენს მოქმედებაში ცვლილებებს შეიტანთ, ცხოვრების სწრაფი ტემპი ახალი პერსპექტივის მომტანიც კი გახდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ. 2010 წლის შემოდგმაზე მოგზაურობა ან ახალ საქმიანი წინადადებების განხილვა გელით, რაც კარიერაში წინსვლას გიქადით.
ხარი
• 11.02.1937 - 30.01.1938
• 29.01.1949 - 16.02.1950
• 15.02.1961 - 04.02.1962
• 03.02.1973 - 22.01.1974
• 20.02.1985 - 08.02.1986
• 08.02.1997 - 27.01.1998
2010 წელს ფორტუნა ხშირად არ გაგიღიმებთ. შესაძლოა, დაქვეითდეს თქვენი კონკურენტუნარიანობა, რასაც ოპონენტები სიხარულით შეხვდებიან. წარმატების მიღწევაში ყურადღების კონცენტრაცია და საქმიანი ინფორმაციის დროულად მიღება-გამოყენება დაეხმარებათ. ამ წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საიმედო და ერთგული პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის საკითხი იქნება. ამიტომ, წინდახედულობა გამოიჩინეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას, ამასთანავე გააქტიურდება ჯანმრთელობის საკითხები. აუცილებად დააზღვიეთ თქვენი ჯანმრთელობა და მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც კიდურების ტრავმების მიღების ალბათობა მაღალი იქნება.
ვეფხვი
• 31.01.1938 - 18.02.1939
• 17.02.1950 - 05.02.1951
• 05.02.1962 - 24.01.1963
• 23.01.1974 - 10.02.1975
• 09.02.1986 - 28.01.1987
• 28.01.1998 - 15.02.1999
მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადი თქვენია, შესაძლოა, ის დადებითიც იყოს და უარყოფითიც. შეეცადეთ, იყოთ ენერგიული, აუცილებლობის შემთხვევაში, გარისკოთ კიდეც, მაგრამ თქვენმა საქციელმა არ უნდა მიიღოს ავანტიურიზმის, უტაქტობის, აგრესიის და სიხარბის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. პაექრობა, კონკურენაცია, რთული სიტუციების მოხერხებულობისა და ენეგიულობის ხარჯზე სასიკეთოდ გადაწყვეტა – აი, ეს იქნება ამ წლის ტენდენციები. გარდა ამისა, მოგიწევთ ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა და თანამოაზრეების ინტერესების დაცვა. თუ შორსმჭვრეტელ და გაწონასწორებულ პარტნიორებსაც გაიჩენთ, თქვენი დამარცხება შეუძლებელი იქნება.