Weekend.ge 27-29 ნოემბერი
Posted 3:00 PM by Nina in თემები clubbing, Weekend.ge, გართობა, კალენდარი, კონცერტიby Weekend planner
პარასკევს, 27 ნოემბერს, 20 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ადრე უბრალოდ “ფილარმონიას” რომ ვეძახდით) იქნება “სუხიშვილების” კონცერტი. ბილეთის ფასი 15-40 ლარი. საკონტაქტო ნომერი : 99-05-99 . (დიდი სიამოვნებით დავწერდი აქ მათ ვებ-გვერდს, მაგრამ სამწუხაროდ ის სასტიკად გაუმართავია).
ასევე პარაკსევს, ჯიმი ჰენდრიქსის მოყვარულებს, გაქვთ საშუალება ეწვიოთ მის საღამოს პაბში “ნალი”. დასაწყისი 20.30.
კლუბი გ.უ.რ.უ – პარასკევს, 27 ნოემბერს, წარმოგვიდგენს Fashion Friday-ს ზალიკო ბერგერის სპეციალური შოუთი და afterparty-თ. დასაწყისი 22 საათი, ბილეთის ფასი 30 ლარი.
27 ნოემბრიდან, 4 დეკემბრამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, მოეწყობა ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის გამოფენა: “გიორგობა”. გახსნა პარასკევს, 27 ნოემბერს, 19 საათზე.
ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, კლუბში გ.უ.რ.უ. გამოვა TIMATI, თავისი სპეციალური შოუთი. ბილეთის ფასები 50-80-100 ლარი.