კარი ლიპჩატცი
იყო ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ ქვეყანაში, სადაც მედია ოპოზიციას ყურადღებას არ უთმობს, უსიამოვნოა. ამიტომ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ნიუ-ორკში მის მშობლიურ კოლუმბიის უნივერსიტეტში საუბრის შანსი მიეცა, მან მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა, რაც სიურპრიზი არ იყო ზურაბიშვილის პოლიტიკური მეტოქე მიხეილ სააკაშვილი, ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა მათ შორის ამით მსგავსება სრულდება. როგორც პარტია ”საქართველოს გზი”-ს ლიდერი ზურაბიშვილი იმის შესაჩერებლად იბძვის, რასაც მისი რწენით, სააკაშვილის ხელში საქართველოს სახელმწიფოს დაღუპვა ჰქვია.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ძალისხმევა თბილისში სულ უფრო მზარდი პრობლემებისადმი მიიპყროს ყურადღება, იოლი არ არის. ”არავის არ სურს გაგება. ზოგადად საქართველოში დაღლა შეიმჩნევა” – სთქვა მან. ის აღიარებს, რომ საქართველომ დაკარგა ის რესურსი, რაც მას ერთ დროს გააჩნდა და ხედავს აქტიური მუშაობის აუცილებლობას იმისთვის, რომ ქვეყანამ სტაბილურობას მიაღწიოს. თავის საუბარში მან დეტალურად განიხილა ბევრი ის საკითხი რომლის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა და რაც მან აპრილში New York Times -ში გამოქვეყნებულ ღია წერილში მიმოიხილა: საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ, კონსტიტუციის იგნორირება, სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ლეგიტიმაციის ნაკლებობას განიცდიან (არმია, პოლიცია, სასამართლო შტო)…