Tara Jane O'Neil

Posted 12:01 PM by anano in თემები , , , , , ,

ავტორი - Sopo Molokos

ბასისტი ყოფილა ახალგაზრდობაში რაღაც სარდაფის ჯგუფში. მერე წამოსულა. მერე კიდევ სადღაც წასულა და ასე მოუვლია მთელი ორეგონის პუნკ სცენა. და მერე უცბად დაწყნარდა და სინგერ -სონგრაითერ ფიმეილ ვოკალისტად იქცა. 5 ალბომიც აქვს გამოშვებული მარა მე მხოლოდ ბოლო - 2009 წლის ნამუშევარს, სახელად A Ways Away-ს ვიცნობ და გაგაცნობთ.

A Ways Away - რომელშიც ხდება შემდეგი :  შთამბეჭდავი და  ძლიერი ხმა, მოსევდიანო მელოდიები, გასაგიჟებლად ნაზი ცქცქ დრამი და უმომხიბვლელესი გიტარული საუნდი თუ რა ჯანდაბა ქვია ამას არ ვიცი, - წარმოადგენს  ნელებით გატენილ ნახევარსაათიან ნაწარმს. და მიუხედავად იმისა რო მაისშია გამოსული, შემოდგომას და ჩაის უხდება სასტიკად. 

ისე რაღაც ძალიან ზედიზედ მიეწყო ეს ნელები ამ ბლოგზე რაარი.

ალბომის პირველი ტრეკი dig in რო ჩავრთე, მეგონა slowblow დაიწყო,,, მერე კი მალევე მოვეგე გონს, მარა პირველი შთაბეჭდილება მაინც ძლიერიაო, ნათქვამია და სწორი აღმოჩნდა ეს ნათქვამიც.

აი Pearl Into Sand-ზე მილიონი ასოციაცია შეიძლება მოგივიდეს ადამიანს მარა მე პირველი რაც გამახსენდა, ჯარმუშის Dead Man იყო. მშვენივრად მოუხდებოდა ეს ტრეკი საუნდტრეკად ამ ფილმს. ნილ  იანგის მკვდარ მუსიკას არაფრით ჩამორჩება მე თუ მკითხავთ.

იხილეთ ვრცლად...

http://ff-word.blogspot.com/



0 comment(s) to... “Tara Jane O'Neil”