დოდო ჭიჭინაძე – საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი
Posted 1:00 PM by anano in თემები burusi, თეატრი, კინო, საქართველო, ხელოვნებაავტორი - burusi
ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში დოდო ჭიჭინაძემ განაცხადა: “ჩემი სამშობლო ჩემთვის ყველაფერია”. მიწისძვრით დანგრეულ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს. ჭერი თავზე რომ არ ჩამონგრეოდა, სახლს ბოძები შეუყენა. გაჭირვებაში ჩავარდნილს თვითონ უწვდიდა ხელს. რამდენიმე წელი ლტოლვილები ჰყავდა შეფარებული, საკუთარ ნახევრადჩამონგრეულ სახლში.
პატრიარქმა ილია II-მ მას საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი უწოდა.
დოდო ჭიჭინაძე დაიბადა 1924 წლის 28 დეკემბერს ქ. ქუთაისში. 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
1960 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
2009 წლის 10 ოქტომბერს დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ გაიხსნა.