depeche mode, ვალენსია, 12 ნოემბერი

Posted 5:07 PM by KOMUNA in თემები , , , ,
P1020811
ავტორი: სერგი გვარჯალაძე
როგორც იქნა ბავშობის ოცნება ავიხდინე. მცდელობა რამდენიმეჯერ მქონდა. ბოლოს ბილეთიც კი მეჭირა ხელში, როდესაც გამოცხადდა რომ ტურნე გადაიდო. და აი –ვალენსია.
ყოველგვარი ლირიული გადახვევების გარეშე ვიტყვი რომ ერთ–ერთი საუკეთესო კონცერტის მოწმე გავხდი, რომელიც კი მინახავს. მიუხედავად იმისა რომ ბოლო ალბომი (Sounds of the Universe) სულაც არ მომეწონა, ლაივში ახალი სიმღერებიც არანაკლებ ემოციებს იწვევდა  ვიდრე დეპეშების კლასიკა.
ყველაზე ძალიან ატმოსფერომ გამაოცა რომელიც ამ კონცერტზე სუფევდა. დარბაზში ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავდი, მამებს შვილებთან ერთად, კლერკებს და ტაქსის მძღოლებს, 40ს გადაცილებულ, ემოციურ ქლბატონებს, რომლებიც ისე იქცეოდნენ თითქოს ისევ თინეიჯერები იყვნენ (თავის გულის წასვლებით და რამე)  და მიუხედავად იმისა რომ  ფერია ვალენსიაში ჩემი გათვლებით ოციათასამდე კაცი იყო თავშეყრილი ასეთი მეგობრული, ოჯახური, მე ვიტყოდი, განწყობა არცერთ კონცერტზე მინახავს. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩვენ ყველანი ერთი მხიარული, ზოგჯერ სევდიან–დეპრესიული სეკტის წევრები ვართ, რომლის სახელიც Depeche Mode არის.
P.S ერთი საინტერესო მომენტი:  Personal Jesus  ის ბოლო ნაწილში ვიჟუალი გაიჭედა, ყველაფერი გაშეშდა, დეივმა ასე არ გამოვაო და სიმღერა თავიდან დაიწყო.

P1020795
P1020800 P1020801 P1020803 P1020804 P1020805  P1020807 P1020808
Depeche Mode Setlist Recinto Ferial de Valencia, Valencia, Spain 2009, Tour Of The Universe

ვიდეო კონცერტიდან იხილე აქ



1 comment(s) to... “depeche mode, ვალენსია, 12 ნოემბერი”