რუს გოგონებს თქვენი გაცნობა სურთ…

Posted 6:00 PM by Nina in თემები , , , ,

ავტორი: Lord Vader

Russian-women-soldiers

1 წლის წინ ჩეხეთს რუსული ტანკები შეესივნენ, დღეს კი ჩეხეთს რუსი ქალები არიან შესეულნი. რუსულ ტანკებს გენერალი პავლოვსკი მეთურობდა, რუს ქალებს კი დიანა ივანოვა ხელმძღვანელობს, სააგენტო Najdi mě (“მიპოვნე”) ხელმღვანელი, რომელიც ჩეხებს რუსი ცოლების პოვნაში ეხმარება.

“რუსი ქალები ჩეხებს ჯობნიან იმით, რომ მათ ნამდვილი ოჯახის შექმნა სურთ და პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯერ-ჯერობით დიანა ივანოვამ სამი ჩეხურ-რუსული წყვილი შექმნა… თუმცა ჯერ ისევ ელის ქორწილში დაპატიჟებას.

“სამწუხაროდ, ჩეხი მამაკაცები დაქორწინებას არ ჩქარობენ”, – წუხს ის. აი, მაგალითად, სააგენტოს დახმარებით ერთი წყვილი შეიქმნა. თითქოს, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთად კარგად გრძნობდნენ თავს, მაგრამ როგორც კი რუსმა გოგონამ საუბარი ქორწილსა და შვილებზე ჩამოაგდო, ჩეხი მამაკაცი გაბრაზდა და სასწრაფოდ დაცილდა…

იხილეთ ვრცლად

http://www.mypraha.info/



0 comment(s) to... “რუს გოგონებს თქვენი გაცნობა სურთ…”