რამიშვილის სკანდალური შოუ სკანდალის გარეშე...
Posted 2:00 PM by anano in თემები Tbilisi Gay Life, ანანო ბარამიძე, ბლოგი, საქართველო, ტელევიზია, შოუ ბიზნესიავტორი – Alexander
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შალვა რამიშვილის წუხანდელ გადაცემას ვუყურე, ჩემი ეჭვების შემოწმება იყო ჯაბა ქარსელაძის შესახებ, რადგან ამ ადამიანს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ თითქმის ყოველდღე სატელევიზიო ეთერშია და ლამის ოჯახის წევრად ჩავთვალო, არა თუ შორიდან ტრფობის ობიექტად. ჩემს ოპონენტებს ახლავე შევეკამათები ამ პოსტის დაწერის მიზეზებზე. თუ ჯაბას გადაცემებში ეპატიჟებიან როგორც მომღერალს და საზოგადოებისთვის ამ მხრიდან ცნობილ ადამიანს, რაღაც არ მახსენდება ბოლო წლების მანძილზე მის მიერ ნამღერი თუნდაც ერთი სიმღერა, ასე რომ თუ ტიპი თავისი ფეხით მიდის საზოგადოების სამსჯავროზე, მეც ნუ მეკამათებით იმაში, თუ რატომ ვმსჯელობ მასზე.
0 comment(s) to... “რამიშვილის სკანდალური შოუ სკანდალის გარეშე...”