„ყველაფერი კარგად იქნება“: შთაბეჭდილებები

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – ნიკო ნერგაძე

 

აი, რა არის „ყველაფერი კარგად იქნებაზე“ სასაცილო:
· ქუჩაში რომ კაცი წაიქცევა. ნახე, როგორ ყვირის! მგონი ფეხი მოიტეხა. ლოლ.
· ქართული გაზეთების ბოლო გვერდზე დაბეჭდილი ანეკდოტები.
· ეკატერინე გაბაშვილის „თინას ლეკური“
· ტალიავინის კომისიის დასკვნა
· პანაშვიდი
***
„ყველაფერი კარგად იქნება“ ავთო ვარსიმაშვილის ახალი ქართული კომედიაა. სავსეა კინოდარბაზები. ერთი კვირის წინ ვიყავი კინოში, სხვა ფილმზე, და ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაიყიდა ბოლო ბილეთი დიდ დარბაზში. ათ კაცზე მეტი დარჩა გარეთ და მერე, მე სადაც ვიყავი, იქ იყიდეს ბილეთი და მთელი ფილმის განმავლობაში ხმაურობდნენ.
ფილმის ტრეილერი კინოთეატრებში ყველა სეანსის წინ, პრემიერამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გადიოდა. თუ არ გინახავთ,
შეგიძლიათ აქ შეხედოთ (თუ ქალის შიშველი მკერდის დანახვა გეკრძალებათ, არ უყუროთ.) შეატყობდით, მაინცდამაინც სასაცილოს არა ჰგავს. მაგრამ, რა იცი, არა? ხომ არის ფილმები, მაღალი მხატვრული ღირებულება რომ არა აქვთ, მაგრამ მაინც კარგი სანახავია და ალაგ-ალაგ სასაცილოა. აი, როგორიც იყო „ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“.
ეს ფილმი ასეთი არ არის. აქ არ არის არც ერთი სასაცილო სცენა. არც ერთი სასაცილო ფრაზა. არც ერთი! იმ რვასაათნახევრის განმავლობაში, რაც კინოში ვიყავი (ეს ფილმი დროის კანონებს არ ემორჩილება. დრო დარბაზში უფრო ნელა გადის, ვიდრე გარეთ), მხოლოდ ერთხელ გამეღიმა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრებში გავერთე და რაღაცა გამახსენდა.
„იუმორინა“ გინახავთ? ყოველთვის მეგონა, რომ აჭარბებდნენ, როცა ლანძღავდნენ. „შაბათის შოუსაც“ ხომ ლანძღავდა დახვეწილი ხალხი, გოიმობააო. „შაბათის შოუზე“ მეცინებოდა. ჰოდა, ვფიქრობდი, ეს „იუმორინაც“ არ იქნება ისეთი ცუდი, როგორც ამბობენ თქო. მერე, ერთხელ ბათუმიდან ავტობუსით მოვდიოდი და იქ ჰქონდათ ჩართული ტელევიზორში. მართლა ძალიან ცუდია.
„ყველაფერი კარგად იქნება“ უარესია.
***
აი, რა არის „ყველაფერი კარგად იქნებაზე“ საინტერესო:
· ქართული საფეხბურთო ჩემპიონატის ორი აუტსაიდერის შეხვედრა. მაშინაც კი, როდესაც ანგარიში უკვე იცი. 0-0 დამთავრდა.
· ამ გუნდიდან ერთ-ერთის ვარჯიში.
· სუფრაზე მთვრალი ბიძა რომ გიზის გვერდით და ქურდებზე ლაპარაკობს.

იხილეთ ვრცლად...

http://www.tavisupleba.org/



0 comment(s) to... “„ყველაფერი კარგად იქნება“: შთაბეჭდილებები”