რადიარდ კიპლინგი - სწორედ ასეთი მოთხრობები
Posted 8:00 PM by Nina in თემები არილი, ლიტერატურა, რეცენზიაავტორი: არილი
"ჩემო პატარა უსაყვარლესო მეგობარო", ასე იწყებს თავის ერთ საბავშვო მოთხრობას რადიარდ კიპლინგი. მეც ასე დავიწყებ, მხოლოდ ერთს დავამატებ: გულითადმა მეგობრობამ ასაკი არ იცის, ამიტომაც მინდა ჩემს მეგობრებს, პატარებს, მაგრამ დიდი გულის მქონეთ ვამცნო, რომ მათი წიგნის თაროს ჩემ მიერ უკვე ხსენებული მწერლის მოთხრობების კრებული შეემატა.
ამ მოთხრობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილები და პატარები კითხულობენ. მათ უკვე ისიც იციან, რომ "მაუგლის" გარდა რადიარდ კიპლინგმა არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები შექმნა.
მაშ ასე, გადავფურცლოთ ეს წიგნი…
0 comment(s) to... “რადიარდ კიპლინგი - სწორედ ასეთი მოთხრობები”