მოაწყვეთ 1 საათიანი ტურები ბიზნეს მისიით ჩამოსული უცხოელი სტუმრებისათვის
Posted 10:00 AM by Nina in თემები StartUp.Ge, ბიზნესი, სასარგებლო, საქართველოBy StartUp.ge _ Business Ideas
თუ უცხოელ სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ რამოდენიმე დღით საქმიანი ვიზიტით ესტუმრონ საქართველოს, ექნებათ შესაძლებლეობა, რომელიმე ინტერნეტ საიტზე შეიყვანონ მათი ასაკი, სქესი, ინტერესის სფეროები და თბილისში ყოფნის დღეები, ასევე მიუთიუთონ სავარაუდო საათები, როცა ეცლებათ, და ამ საიტიდან ისინი მიიღებენ რეკომენდაციას, რა შეიძლება ნახონ, რა ღონისძიებებს დაესწრონ, ვინ გაიცნონ ამ დღეებში და ვინ შეიძლება იყოს მათი შესაფერისი გიდი, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება მათ ამ დროის ეფექტურად გამოყენებაში, ვფიქრობთ ბევრი უცხოელი ამ სერვისით დაინტერესდება.
თუ რომელიმე ტურისტული კომპანია ასეთ საიტს გააკეთებს და მის ბანერებს საქართველოს პორტალებზე, სასტუმროების საიტებზე და აეროპორტში განათავსებს, სავარაუდოა, რომ კარგი ბიზნესი გამოუვა. ამ მომსახურების გაყიდვაში სასტუმროებიც სიხარულით დაგეხმარებიან, ვინაიდან მათ ინტერესებში შედის სტუმრების დახმარება, საინტერესოდ და სასიამოვნოთ გაატარონ თავისუფალი დრო.