ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი

Posted 5:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი - Lord Vader

 

ჟურნალისტმა ქრისთინა ბინქლიმ, რომელიც Wall Street Journal-ში წერს მოდის შესახებ, კარგი წერილი გამოაქვეყნა ჯინსების შესახებ.

იყო დრო (და არც ძალიან დიდი ხნის წინ), როდესაც პოლიტიკოსისა თუ ბიზნეს-პერსონის საჯაროდ ჯინსებში გამოჩენა წარმოუდგენელ უტაქტობად და თანამოსაუბრის მასხრად აგდებად თუ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ჯინსმა მტკიცე ნაბიჯით შეაბიჯა პრეზიდენტებისა და პრემიერების სასახლეებში, ოფისებსა და კომპანიების ხელმძღვანელთა კაბინეტებში.

ჯინსი მოდურია. კარგია. მოსახერხებელია, გარდა მაგისა, თუკი ჯინსი დანარჩენ ტანსაცმელთან კარგადაა შეხამებული, მას ბევრი რამის თქმა შეუძლია.

ჯერ ერთი, გვიჩვენებს, რომ მისი მფლობელი თანამედროვე და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა.

მეორეც, ჯინსი გვეუბნება იმას, რომ მისი მფლობელი აზიზი ვინმე არაა და, თუ საქმემ მოითხოვა, ხელების (უფრო ზუსტად კი შარვლის ტოტების) აკაპიწება და თავდაუზოგი შრომაც შეუძლია.

ამასთან, ჯინსს კვლავ მოჰყვება ის ძველი, “მეამბოხის” ლეგენდარული აურა.

იხილეთ ვრცლად...

http://lifestylebox.wordpress.com/



0 comment(s) to... “ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი”